ავტორი:

ასტროლოგიური პროგნოზი მთვარის კალენდრის მიხედვით - რა ცვლილება ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს 27 აპრილის შემდეგ

ასტროლოგიური პროგნოზი მთვარის კალენდრის მიხედვით - რა ცვლილება ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს 27 აპრილის შემდეგ

სავსემთვარეობას 27 აპრილს ველოდებით. იმისათვის, რომ გაიგოთ, რა ცვლილებები გელით, ან რას უნდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება გაეცანით პროგნოზს თქვენი ასცენდენტის, მთვარისა და მზის ნიშნის მიხედვით. აპრილის სავსემთვარეობაზე განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს აკრძალვების, წესებისა და დროის პლანეტა სატურნიც. პროგნოზი სწორედ მისი გავლენითაა შედგენილი, რათა მომდევნო 2 კვირის განმავლობაში იცოდეთ, საით მიმართოთ თქვენი ყურადღება.

ვერძი

რაც უფრო მეტ პასუხისმგებლობას აიღებთ თქვენს ჯგუფზე, კოლექტივზე, სადაც მუშაობთ, უხელმძღვანელებთ მათ, მით მეტად გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა, იგრძნობთ ენერგიის მომატებას, ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. უნდა შეძლოთ გუნდური მუშაობა. ამასთან, შეიძლება დამშვიდობებამ მოგიწიოთ იმ ადამიანებთან, მეგობრებთან, ვინც ხელს გიშლით წინსვლაში. აგრეთვე შესაძლებელია, შეამციროთ ინტერნეტში ყოფნის დრო და მის მაგივრად გააკეთოთ საქმე, რაც მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ.

კურო

სამსახურის საქმეები და კარიერა უნდა გახდეს თქვენთვის მნიშვნელოვანი, უნდა ეცადოთ, აიმაღლოთ სტატუსი, იყოთ მომართული დაწინაურებაზე. დაისახეთ მიზანი, შეადგინეთ სამოქმედო გეგმა და იმოქმედეთ. შეიძლება ბრძოლამ მოგიწიოთ დამოუკიდებლად, საქმიანი პარტნიორების გარეშე ან საქმეების გამო სათანადო დრო ვერ დაუთმოთ თქვენს სასიყვარულო პარტნიორს.

ტყუპი

ყოველდღიურობა, რუტინა და ჯანმრთელობის თემები იქნება აქტუალური. ამასთან, სატურნი გავალებათ, რომ მოაგვაროთ იურიდიული ან უმაღლეს სასწავლებელთან დაკავშირებული საკითხები. ზოგიერთმა შეიძლება მოინდომოთ პუბლიკაცია, დაინტერესდეთ უცხო ქვეყნებით, ენით, კულტურით, ტრადიციებით. ზოგიერთს მოგიწევთ დამატებით ცოდნის მიღება, კვალიფიკაციის გაუმჯობესება, რომ გაიუმჯობესოთ არსებული მდგომარეობა სამსახურში.

კირჩხიბი

გამოიკვეთება დასვენებასთან, გართობასთან, შემოქმედებით იდეებთან დაკავშირებული საკითხები. შეძლებთ გაერკვეთ ან საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოთ მათთან დაკავშირებით. ამასთან სატურნი ითხოვს, რომ მობილიზებული იყოთ განსაკუთრებით ფულთან მიმართებაში ან თუ ბიზნესს, იდეების რეალიზებას პარტნიორის ფინანსებით აპირებთ. ზოგიერთმა შეიძლება ფულის დაბანდება გადაწყვიტოს შვილების სწავლა-განვითარებაში. იყავით დაკვირვებული, თუ სხვათა ბედი თქვენზეა დამოკიდებული (ხართ ექიმი, მომვლელი). დროულად გადაიხადეთ ვალი, გადასახადები.

ლომი

ყურადღებას ითხოვს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. უნდა მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან ან რემონტთან დაკავშირებით. სატურნი კი თქვენი პარტნიორების სექტორშია და შეიძლება შეზღუდოს ურთიერთობა მასთან. ზოგიერთმა შეიძლება სახლიდან მოგიწიოთ მუშაობამ. შეიძლება პარტნიორულ ურთიერთობაზე მოგიწიოთ პასუხისმგებლობის აღებამ ან გააფორმოთ კონტრაქტი, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდით.

ქალწული

აპრილის ეს სავსემთვარეობა თქვენგან ითხოვს, რომ აქცენტი გაამახვილოთ და-ძმურ კავშირზე; ყურადღება გამოიჩინოთ გადაადგილებისას; მეტი დრო დაუთმოთ სწავლას, კურსებზე დასწრებას. სატურნი კი ითხოვს, რომ გაწერილი გრაფიკის მიხედვით იმოქმედოთ. არ უგულებელყოთ ყოველდღიური ვალდებულებები. იყოთ დაკვირვებული საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. ნუ გაგიკვირდებათ, თუ სამსახურში მეტი პასუხისმგებლობის გამოვლენა მოგიწევთ, როგორც საკუთარ თავზე, ისე კოლეგების მუშაობაზე. გამორიცხული არაა, რომ რაღაც უნდა ისწავლოთ, იმის გამო, რომ უკეთ უხელმძღვანელოთ თანამშრომლებს.

სასწორი

მოსაგვარებელია ფინანსური საკითხები და ყურადღებას ითხოვს სატურნიც, რომელიც ახლა თქვენი გართობის, ჰობისა და რომანტიკული თავგადასავლების სექტორშია. გამოავლინეთ მეტი პასუხისმგებლობა შემოქმედებითი პროექტების მიმართ, რამაც შეიძლება მატერიალური კეთილდღეობა მოგიტანოთ. დაასრულეთ დაწყებული პროექტები. ყურადღება გმართებთ საკუთარი შვილების მიმართ და თუ მუშაობათ კიდეც ბავშვებთან. ზოგიერთს შეეზღუდება გართობა და მხიარულ ადგილებში დასწრების შესაძლებლობა.

მორიელი

სავსემთავრეობა თქვენს პირველ სახლში ხვდება. უნდა გამოავლინოთ თქვენი ინდივიდუალურობა. სატურნი კი თქვენი ოჯახის, უძრავი ქონების სექტორშია განლაგებული. შეიძლება თქვენ უნდა იაქტიუროთ, რომ მოაგვაროთ სახლთან, ბინასთან, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხი (ეს შეიძლება იყოს ყიდვა-გაყიდვა, რემონტი). შეიძლება მშობლებზე მზრუნველობამ მოგიწიოთ. ზოგიერთმა კი შეიძლება რეელტორად დაიწყოს მუშაობა. ერთი სიტყვით, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში ოჯახისა და მშობლების თემებია აქტუალური.

მშვილდოსანი

მოგინდებათ მეტად განმარტოება, დასვენება, შინაგან სამყაროში გარკვევა. ზოგიერთს გაიტაცებს ეზოტერიკა, ფსიქოლოგია. იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოთ, სატურნი მოგიწოდებთ, დააკვირდეთ თქვენს უახლოეს გარემოცვას, ჩაეწეროთ სასწავლო კურსებზე. ყურადღება გამოიჩინოთ ინფორმაციის მიღება-გაცემის დროს.

თხის რქა

შეიძლება დაასრულოთ კონკრეტულ ჯგუფთან, კოლექტივთან მუშაობა. ზოგიერთმა კი მეგობართანაც კი გაწყვიტოთ კავშირი. შეიძლება განახორციელოთ ინტერნეტპროექტები, გააქტიურდეთ სოციალურად. სატურნი მოითხოვს, რომ მეტად დააფასოთ საკუთარი თავი, ძვირად "გაყიდოთ" თქვენი შესაძლებლობები. ამასთან, იყოთ მომჭირნე ფულის ხარჯვისას. გამორიცხული არაა, რომ გამოგიჩნდეთ შემოსავლის დამატებითი წყარო.

მერწყული

კარიერა, სტატუსი, ღირსება - აი, რა უნდა გახდეს თქვენი მთავარი ინტერესის სფერო მომდევნო ორი კვირის განმავლობაში. სატურნი კი თქვენს იმიჯზეა პასუხისმგებელი. ეცადეთ, საზოგადოებას თავი წარუდგინოთ, როგორც კვალიფიციურმა, მოწესრიგებულმა კადრმა. გამორიცხული არაა, რომ დაიწყოთ ახალ პროექტზე მუშაობა, რომელიც სტატუს აგიმაღლებთ. ზოგიერთმა შეიძლება შეამციროთ ურთიერთობა არაფრისმომცემ პარტნიორებთან და ამით თავი უფრო სერიოზულ პიროვნებად წარმოაჩინოთ.

თევზები

ყველაფერი უცხოური, საზღვარგარეთ მოგზაურობა, უმაღლესი განათლების მიღება, მსოფლმხედველობის გაფართოება გახდება მნიშვნელოვანი. იყავით დაკვირვებული, რომ კონკრეტული თემა კონკრეტულ ვადაში შეასრულოთ, დაიცავთ დედლაინი; იმუშაოთ დამოუკიდებლად, შეიძლება სხვებისგან ფარულადაც, მაგრამ მიაღწიოთ კარგ შედეგს. ამასთან, გირჩევთ, დაეხმაროთ (მატერიალურად, მორალურად) გარშემო მყოფებს, განსაკუთრებით ასაკიანებს. მზრუნველობას საჭიროებენ იზოლაციაში მყოფი პირებიც. თავად კი გამონახეთ დრო ლოცვის, მედიტაციისა და საკუთარ შინაგან სამყაროში უკეთ გარკვევისთვის.

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული