ავტორი:

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ქალწულებისთვის

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ქალწულებისთვის

მთელი თვის განმავლობაში დაინტერესებული იქნებით უცხოელებით, უცხო კულტურით. შეიძლება უცხო ენის შესწავლაც გადაწყვიტოთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება ახალობლებთან, საქმიან პარტნიორებთან. დაქორწინებულებს - მეუღლის ნათესავებთან. ახლა ხალხში მხოლოდ კარგს ხედავთ და გაფრთხილდით, ვინმემ თქვენი სიტუაციით ბოროტად არ ისარგებლოს.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

გააქტიურდებით, რომ გაიუმჯობესოთ სამსახურში არსებული მდგომარეობა, ზოგიერთმა შეიძლება პირადი ბიზნესის დაწყება გადაწყვიტოთ ან დამატებითი სამსახური გამონახოთ. მარტივად მოაგვარებთ იმ საკითხებს, რაც ადრე რთული გეჩვენებოდათ. ზოგიერთმა შეიძლება ლიდერის პოზიცია მოირგოთ და სხვებს უხელმძღვანელოთ.

ფული და სიყვარული

გამორიცხული არაა, სამსახურში გააბათ რომანი ან გაიცნოთ თქვენზე მეტად წარმატებული ადამიანი, რომელთანაც სასიყვარულო ურთიერთობას გააბამთ. ზოგიერთს კი შეიძლება საყვარელი ადამიანი დაგეხმაროთ კარიერაში წარმატების მისაღწევად. შეყვარებულებმა შეიძლება ურთიერთობის გაოფიციალურება გადაწყვიტოთ. ქორწინება საზოგადოებაში სოციალურ სტატუსს აგიმაღლებთ.

ჯანმრთელობა

გააქტიურდებით, რომ გაიუმჯობესოთ დამოკიდებულება მეგობრებთან. იყავით შეხვედრების, წვეულებების ორგანიზატორი. რაც შეეხება ჯანმრთელობას, მოერიდეთ კონტარსტული პროდუქტების - ცივი წყალი და ცხელი სადილის მიღებას. შეამცირეთ ცხიმიანი, ცხარე, ალკოჰოლი.

11 მაისის შემდეგ შანსი მოგეცემათ, რომ გაემგზავროთ საზღვარგარეთ, გააუმჯობესოთ დამოკიდებულება უცხოელ პარტნიორებთან. ზოგიერთმა შეიძლება დაიწყოს უცხო ენის შესწავლა. მოაწესრიგეთ თქვენს ნათესავებთან ან თქვენი მეუღლის ნათესავებთან დაკავშირებული საკითხები.

26 მაისის შემდეგ მოგინდებათ შინაურული საქმეების მოგვარება. შეიძლება დაფქირდეთ სახლის უსაფრთხოებაზე. დაინტერესდეთ თქვენი წინაპრების ამბებით. ზოგიერთმა შეიძლება დაასრულოთ რემონტი ან შეურიგდეთ თქვენზე განაწყენებულ ნათესავებს.

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი სასწორებისთვის - ჯანმრთელობა, ფული, სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები და სიყვარული

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ფული, ჯანმრთელობა და სიყვარული

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თხის რქებისთვის