ავტორი:

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ფული, ჯანმრთელობა და სიყვარული

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ტყუპისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ფული, ჯანმრთელობა და სიყვარული

გარკვეულწილად მოგინდებათ საკუთარ თავში მეტად ჩაღრმავება, საკუთარ სურვილებსა და მიზნებზე დაკვირვება, საკუთარ სამყაროში გარკვევა; ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობის შეჩერება. სამსახურშიც “სცენაზე“ კი არ მოგინდებთ ყოფნა, უფრო კულისებში იქნებით მშვიდად. ეს პერიოდი გამოიყენეთ ენერგიის აღსადგენად, თვითანალიზისთვის. მოგინდებათ ეზოტერიკის შესწავლა. მედიტაცია და ლოცვები.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

თვის დასაწყისში განმარტოება და თქვენთვის საინტერესო ლიტერატურის წაკითხვა მოგინდებათ. მხოლოდ ერთეულ ადამიანებთან გექნებათ კავშირი. აი, თვის მეორე ნახევრიდან კი მოგინდებათ საკუთარი თავის მეტად განვითარება. მოგინდებათ ახალი ცოდნის მიღება, შეიძლება თქვენთვის საინტერესო კურსებზეც კი ჩაეწეროთ. ამასთანავე, მოგინდებათ სამყაროსთვის თქვენი თავის წარდგენა, თქვენი ნიჭის სახალხოდ გამოვლენა.

ფული და სიყვარული

შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ საყვარელი ადამიანი არასაკმარისად გაფასებთ. მოერიდეთ მისთვის შენიშვნების მიცემას. პრეტენზიებმა შეიძლება დააზარალოს თქვენი ურთიერთობა. აგრეთვე მოერიდეთ კამათს ფულის გამო. მარტოხელებს მოგინდებათ ფარული სასიყვარულო ურთიერთობის გაბმა. თვის ბოლოკენ სიტუაცია გამოსწორდება. საინტერესო ნაცნობობა გელით, რომელიც შეიძლება რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

ჯანმრთელობა

აქტიურად იქნებით დაკავებული მატერიალური საკითხების მოაგვარებით. საკუთარი ქონების გადახარისხებით, გაუმჯობესებით. მიიღეთ ვიტამინების კურსი, ჩაიტარეთ პროფილაქტიკური კვლევა, მოერიდეთ რამე დაავადების მქონე ადამიანებთან ახლო კონტაქტს.

11 მაისის შემდეგ დაისახეთ დაუკვირდით საკუთარ შესაძლებლობებს, რა გაქვთ გამოსასწორებელი, სად მიაღწევთ წარმატებას და დაისახეთ სამომავლო მიზნები, რომლებსაც ივნისში განახორციელებთ. მაისში კი შეიძლება მოგიწიოთ განმარტოება იძულებით ან თვითნებურად. დაუკვიდით შინაგან შეგრძნებებს, იმუშავეთ ქვეცნობიერთან.

26 მაისის შემდეგ გაიკვევა თქვენი დამოკიდებულება თქვენი პარტნიორების მიმართ. ნუ გაგიკვირდებათ, თუ მას თქვენთგან განსხვავებული მოსაზრება ექნება. ამის გამო კონფლიქტს ნუ გააჩაღებთ. ზოგიერთმა შეიძლება პარტნიორთან დაშორებაც კი გადაწყვიტოს. მარტოხელების ცხოვრებაში კი შეიძლება გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც ცხოვრებას სხვანაირად დაგანახვებთ.

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი თხის რქებისთვის

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული