ავტორი:

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ფული, ჯანმრთელობა და სიყვარული

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ფული, ჯანმრთელობა და სიყვარული

მოიმატებს ენერგია და გააქტიურდებით ყოველდღიური ვალდებულებების შესრულებაში. იყავით მომართული, რომ გაიუმჯობესოთ სამსახურებრივი საქმეები. კარგად შესრულებული საქმისთვის შეიძლება ან ფულადი ჯილდო, ან უფროსის შექება დაიმსახუროთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

თვის დასაწყისში დანიშნეთ საქმიანი შეხვედრები, თათბირები. იყავით მომართული, რომ გაიუმჯობესოთ დამოკიდებულება პარტნიორებთან. შეიძლება გაიჩინოთ ახალი საქმიანი ბიზნესპარტნიორები და მათი დახმარებით განახორციელოთ ახალი იდეები. რჩევისთვის მიმართეთ ადამიანს, ვისაც სრულად ენდობით. გაქვთ შანსი, რომ გააფორმოთ სარფიანი ხელშეკრულებები. გირჩევთ, დაკვირვებულად და მაქსიმალურად ობიექტურად იმოქმედოთ.

ფული და სიყვარული

იყავით ორიენტირებული საკუთარ წინსვლაზე, საკუთრი თავის სამსახურში, საზოგადოებაში ლამაზად წარმოჩენაზე. ზოგიერთებმა შეიძლება რომანი გააბათ კოლეგასთან. უკვე შეყვარებულებს კი გაქვთ ყველა რესურს, რომ დაარეგულიროთ ურთიერთობა. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით და შეიძლება ერთმანეთს დაუკავშირდეთ ან საქეების გამო ან შინაური ცხოველების საკითხების მოგვარებისას.

ჯანმრთელობა

სხვათა ფულით საკუთარი საქმეების მოგვარებას შეძლებთ. გაგიჩნდებათ შანსი, რომ მიიღოთ მატერიალური სარგებელი ბიზნეს ან სასიყვარულო პარტნიორებისგან, ბანკისგან, სახელმწიფო სტრუქტურებისგან. მოერიდეთ სპორტის ექსტრემალურ სახეობებს. ზოგიერთს გაიტაცებს ეზოტერიკა, ფსიქოლოგია, შეიძლება დეტექტივებმაც კი გაგიტაცოთ ან თავად სცადოთ ჩახლართული სიტუაციის გამოძიება.

11 მაისის შემდეგ დაიწყეთ ვარჯიში, სწორად კვება. შეიცვალეთ სამსახურის გრაფიკი, რათა მეტი დრო დაგრჩეთ დასვენებისთვის. სამსახურში იყავით დაკვირვებული დეტალებისდამი. იფიქრეთ, რა სარგებელი შეიძლება მიიღოთ ამა თუ იმ საქმიანობისგან.

26 მაისის შემდეგ მეტად მომთხოვნი უნდა გახდეთ საკუთარი თავის მიმართ. იყავით მომართული საკუთარ გამარჯვებაზე. გადახედეთ ძველ იდეებს, საქმეებს და განახორციელეთ, მიუბრუნდით უკვე დაწყებულებს.

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალი ლომებისთვის

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული