ავტორი:

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი კუროებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

აპრილის ბოლოდან თქვენი ვარსკვლავური დრო დგება, მზე თქვენს ნიშანშია და მთელი თვე მხოლოდ საკუთარ თავზე უნდა იყოთ მომართული. გააქტიურდით სამსახურშიც და სახლშიც. ყველგან ყურადღების ცენტრში უნდა იყოთ. იყავით მომართული განვითარებაზე, წინსვლაზე. ზოგიერთმა შეიძლება იმიჯის, სტილის შეცვლა გადაწყვიტოს. ეს არის პერიოდი, როცა გეძლევათ შანსი, დაიწყოთ ახალი საქმის კეთება (განსაკუთრებით, თქვენი დაბადების დღის შემდეგ), შეიცვალოთ მიმართულება, სამსახური, აირჩიოთ ახალი გზა, “თავიდან დაიყოთ“ ცხოვრება.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

მომართული იქნებით ბიზნესის, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. შეხვდით საქმიან პარტნიორებს, დაისახეთ სამომავლო გეგმები და გააზრებულად იმოქმედეთ. ეცადეთ, ისე იმოქმედოთ, რომ დედლაინს არ გადააცილოთ. ნუ დაიჭერთ საქმეს ადამიანთან, ვინც განვითარების, წინსვლის შესაძლებლობას არ გაძლევთ. განახორციელეთ პრაქტიკული, თქვენთვის სასარგებლო საქმები.

ფული და სიყვარული

მოიმატებს ხარჯი საკუთარ თავზე, საყვარელი ადამიანის გულის გასახარებლად. შეიძლება მოგინდეთ ფულის დაბანდება საკუთარ განათლებაში, გარეგნობაში. შეიძლება ცხოვრება დაუკავშიროთ ადამიანს, ვინც კომფორტს შეგიქმნით. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. განსაკუთრებით, თუ თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია საბანკო სფეროსთან, სილამაზესთან, ბუღალტერიასთან.

ჯანმრთელობა

მოერიდეთ ახლობლებთან, მეზობლებთან - იმ ადამიანებთან, ვისთანაც ყოველდღიური კავშირი გაქვთ - კამათს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, მიმართეთ სპეციალისტს. საკუთარი თავის კარგად ყოფნისთვის ნურაფერს დაიშურებთ.

11 მაისის შემდეგ მეტად იზრუნეთ საკუთარ თავზე, განწყობისა და ჯანმრთელობის გაუჯობესებაზე. თქვენი დაბადების დღეს თქვენი ასტროლოგიური ახალი წელი დგება და ეცადეთ, მას მხიარულად შეხვდეთ. გამოიყენეთ დრო მაქსიმალურად ახალი, მიზნების პროექტების განსახორციელებლად.

26 მაისის შემდეგ გათავისუფლდით იმისგან, რაც ხელს გიშლით განვითარებაში. შეიძლება მიიღოთ ფული, მეკვიდრეობა ან დაფაროთ ვალი. ზოგიერთი სარგებელს მიიღებს პარტნიორისგან, ბიზნესისგან.

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მერწყულებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

ასტროლოგიური პროგნოზი მთვარის კალენდრის მიხედვით - რა ცვლილება ელის ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს 27 აპრილის შემდეგ