ავტორი:

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

მაისის დასაწყისში ფინანსური საკითხებით იქნებით დაკავებული. იზრუნეთ პირად კომფორტზე, გარემოს კეთილმოწყობაზე. შეიძლება მოგინდეთ ფულის დაბანდება. მაისში გამოგიჩნდებათ შემოსავლის დამატებითი წყარო. გირჩევთ, ფულადი საკითხები ყურადღებით მოაგვაროთ.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

თვის დასასწყისში, სააღდგომო დღესასწაულის შემდეგ მალევე უნდა ჩაერთოთ საქმეში. მოიმატებს კონტაქტები, მიმოსვლა, მიმოწერა და ზარები. ერთდროულად რამდენიმე საქმე გექნებათ მოსაგვარებელი და ყურადღებით იყავით. მოგინდებათ ინტელექტუალურ საქმიანობაში ჩართვა. დაკვირვება გმართებთ მიღებული ინფორმაციებისადმი და იმისადმი, რასაც სხვას ეუბნებით. ნუ დაიზარებთ და და-ძმებსაც დაეხმარეთ, მეზობლებსაც.

ფული და სიყვარული

მოიმატებს სიცოცხლის ხალისი, შეყვარების, სასიყვარულო ურთიერთობის გაუმჯობესების სურვილი. მოგინდებათ თქვენი ბედნიერების სხვებისთვის გაზიარება. შეიძლება მეგობრებთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად განახორციელოთ ახალი, შემოქმედებითი იდეები, რითაც გაიუმჯობესებთ შემოსავალს. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას მეტად გამოავლინეთ დიპლომატიურობა.

ჯანმრთელობა

მთელი თვე ისე გადაანაწილეთ, რომ საოჯახო საქმეებისთვისაც დაგრჩეთ დრო. გაიუმჯობესეთ საცხოვრებელი პირობები. კარგი იქნება ბინაში ინტერიერის განახლება, ავეჯის გადაადგილება. მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაული. ზოგიერთს დამოუკიდებლად მოგიწევთ სახლთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ქრონიკული დაავადებების გამწვავება არ გელით. მთავარია, თავად არ შეუქმნათ საფრთხე საკუთარ თავს.

11 მაისის შემდეგ დაგეგმეთ მომავალი ფინანსური საკითხები, საოჯახო ბიუჯეტი. გააქტიურდით, რომ გამოგიჩნდეთ შემოსავლის დამატებითი წყარო. ამ პერიოდში შეიძლება მოგინდეთ სესხის, კრედიტის აღება, რაშიც დაბრკოლება არ გექნებათ.

26 მაისის შემდეგ მოიმატებს ამბიციურობა, საკუთარი თავის მეტად გამოვლენის სურვილი. შეიძლება ადრე დასახული გეგმებიც განახორციელოთ. შეიძლება ნათლად დაინახოთ, რა მიმართულებით გირჩევნიათ განვითარება. ზოგიერთი არც ავანტიურას მოერიდება.

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი თევზებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ფული, ჯანმრთელობა და სიყვარული

მაისის ასტროლოგიური პროგნოზი მორიელებისთვის - სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები, ჯანმრთელობა, ფული და სიყვარული