ავტორი:

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის - რა გელით გაზაფხულის პირველ თვეს

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის - რა გელით გაზაფხულის პირველ თვეს

თვის დასაწყისში მეტად იქნებით დაკავებული პარტნიორული საქმეებისა და ფინანსური საკითხების მოგვარებით. ზოგმა შეიძლება ახალი ბიზნესპროექტები განახორციელოთ ან სხვისი ფული დააბანდოთ თქვენთვის მნიშვნელოვან საქმეში. ახალი ბიზნესპარტნიორები დიდი გულისყურით შეარჩიეთ. გამორიცხული არაა, რომ გაგიტაცოთ ოკულტურმა და ეზოთერიკულმა სფეროებმა.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

გახშირდება საქმიანი შეხვედრები, საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ და ხანდახან თქვენთვის სრულიად უცხო ადამიანებისგანაც კი. იყავით დაკვირვებული, რას გეუბნებიან და რას ამბობთ თავად. შეიძლება მოგიწიოთ თებერვალში დაწყებული საქმეების მოგვარება. 16 მარტიდან არ გირჩევთ აფერისტებთან საქმეების დაჭერას და უფრო მეტიც, არც თავად მოინდომოთ თაღლითური პროექტების განხორციელება. გაიუმჯობესეთ ფსიქოლოგიური დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან.

ფული და სიყვარული

თქვენი ცხოვრება ახალი შეგრძნებებით იქნება აღსავსე. შეიძლება არსებულ პარტნიორთან გაგიუმჯობესდეთ სექსუალური ცხოვრება ან ახალი ადამიანი გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში, რომელიც დაუვიწყარ სიამოვნებას მოგანიჭებთ. დაკვირვება გმართებთ პარტნიორთან ფინანსური საკითხების მოგვარებისას. განსაკუთრებით, თუ ფინანსები მისია. ფული მხოლოდ სარფიან საქმეებში დააბანდეთ.

ჯანმრთელობა

გააქტიურდება მეგობრული შეხვედრები. თავად აქტიური იქნებით, რომ მეგობრებთან ერთად ჩაერთოთ საეთო საქმეებში. მოიმატებს სოციალურ ცხოვრებაში აქტიურობის სურვილი. შეკრიბეთ თქვენი მეგობრები და ჩამოაყალიბეთ სპორტული გუნდი, ვისთან ერთადაც ბუნებაში სხვადასხვა თამაშით გაერთობით. მოუფრთხილდით კანს და შარდსასქესო სისტემას.

13 მარტის შემდეგ მოქმედების ძალა მოგემატებათ და რაღაც გრანდიოზულის შექმნის სურვილი გაგიჩნდებათ. მეტი დრო დაუთმეთ თვითგანვითარებას. ხანდახან ფარულ მეცნიერებებსაც მიაქციეთ ყურადღება.

28 მარტის შემდეგ მოგემატებათ ვალდებულებები, გახშირდება მიმოსვლები, სატელეფონო ზარები. დოკუმენტები დაკვირვებით გააფორმეთ. შეიძლება შემთხვევით მოისმინოთ, როგორ ავრცელებენ თქვენს ზურგს უკან ჭორებს. მეტად დაინტერესდით ნათესავებით.

როგორი იქნება მარტის ვერძებისთვის - თვის ასტროპროგნოზი

როგორი იქნება მარტი მერწყულებისთვის - თვის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება მარტი სასწორებისთვის - თვის ასტროლოგიური პროგნოზი