შევარდენი (21 მარტი - 19 აპრილი)
შევარდენი ენერგიით სავსეა, წინ უშიშრად მიიწევს. ამასთან ერთად, შორსმჭვრეტელია, ამიტომ რისკზეც მშვიდად მიდის. ყოველთვის ხვდება სცენარი სავარაუდოდ, როგორ განვითარდება. შევარდენს ყველა დადებითი თვისების მობილიზება მოუწევს, იმისთის რომ მარტში თავისი ცხოვრება დაიმორჩილოს. საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ.მოსალონდელია ახალი პროექტების წამოწყება, რომელიც გარშემომყოფებს დაანახებს სინამდვილეში ვინ ხართ.
თახვი (20 აპრილი - 20 მაისი)
თახვი ხალისიანი და გამრჯეა, შინაგანად კი მშვიდი და ჰარმონიული. საყვარელი ადამიანებისთვის კომფორტის შექმნა უყვარს. შრომისმოყვარეობითა და სტაბილურობით აღწევს ყველა მიზანს. მარტში გარშემომყოფებისთვის მშველელად იქცევით. მათი პრობოლემების მოგვარებას მოახერხებთ. ელოდეთ სტუმრებს, რომელთა ვიზიტი სრულიად მოულოდნელი იქნება. ზოგიერთი თახვი ვალის გასტუმრებას მოახერხებს. თუ ის თახვი ხართ, რომელიც სამსახურს ეძებთ, მიზანთან ახლოს ხართ! დარჩენილი ძალები მოიკრიბეთ და კიდევ უფრო გააქტიურდით.
ირემი (21 მაისი - 20 ივნისი)
ირემს, ერთი მხრივ, შეუძლია განდგომილი იყოს, მარტო იხეტიალოს ბუნებაში და თავის ფიქრებში ჩაიძიროს, მეორე მხრივ, ძალიან სოციალურია და დიდხანს ვერ გაძლებს უადამიანოდ. მათი ჭკუა და მოზღვავებული ენერგია წინსვლის გარანტიაა. ირემს მარტში ახალ გარემოსთან მოუწევს ადაპტაცია. შესაძლოა ბევრი იმოგზაუროთ. ამ თვეში დადებთ სარფიან გარიგებას. გააძლიერებთ კავშირებსა და კონტაქტებს. ხმაურიანი საღამოც გელოდებათ თვის შუა რიცხვში.
კოდალა (21 ივნისი - 21 ივლისი)
მწვადე კოდალაა ძალიან ემოციურია, ამიტომ მარტში მისი პირველი მიზანი სიმშვიდის შენარჩუნება და მოჭარბებული ემოციების მოთოკვაა. კოდალები ქალაქიდან ქალაქში ივლიან, მოსალოდნელია შეხვედრები, საჯარო გამოსვლები. ბევრი კოდალა ცხოვრების ისეთ მხარე საღმოაჩენს, რომლის შესახებაც ადრე მხოლოდ გადმოცემით იცოდა. ამ თვეში პირად ფრონტზეც უმართლებს და კარიერაშიც. მეგობრები ცოტათი უკმაყ6ოფილოები იქნებიან, რადგან სულ დაკავებულია და მათთვის ვერ იცლის. მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებები ფინანსური კუთხით.
ორაგული (22 ივლისი - 22 აგვისტო)
ორაგულისთის მარტი საუკეთესო პერიოდია სურვილების ასასრულებლად, თუმცა ბევრი შრომა გმართებთ. ხშირად მოგიწევთ საპირისპირო დინებით ცურვა. თვის შუა რიცხვებიდან გელით დაძაბული სამუშაო გრაფიკი, რამაც შესაძლოა გადაგღალოთ. სამაგიეროდ, დახარჯული დრო და ენერგია დაგიფასდებათ. ზოგიერთ ორაგულს დააჯარიმებენ მანქანის არასწორად პარკირებისთვის, შუქნიშანზე გავლისთვის ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობისთვის. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი მარტში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს.
ყავისფერი დათვი (23 აგვისტო - 22 სექტემბერი)
დათვი შრომისმოყვარე, სერიოზული და თანმიმდევრულია. მარტში მოერიდეთ იმ საქმეების მოგვარებას,რომლის შესრულებაშიც ეჭვი გეპარებათ. ნურც ქაოსის მოწესრიგებას შეეცდებით, რადგან დამარცხდებით. დაგეუფლებათ განცდა, რომ ყველაფერი ხელიდან გისხლტებათ. სამსახურში თავით გადაეშვებით ან ახალ კარიერულ მიზნებს დაისახავთ, რაც მეუღლესთან/ შეყვარებულთან პრობლემას შეგიქმნით. ეცადეთ დრო ეფექტურად გადაანაწილოთ და საყვარელ ადამიანს სითბო აგრძნობინოთ. მარტოხელა დათვებს მოტრფილე გამოუჩნდებათ. მოგიწევთ გააკეთოთ არჩევანი.
ყვავი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი)
ყვავი იდეალისტია და ლიმიტის შეგრძნება არ აქვს. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მანდილოსნები საკმაოდ მგრძნობიარენი არიან. მარტი იდეალური დროა თქვენი განცდების გამოსამჟღავნებლად. გაესაუბრეთ რჩეულს, აუხსენით რა მოგწონთ და რა არ მოგწონთ. დაგეგმეთ საერთო მომავალი. მარტის მეორე ნახევრიდან მოიმატებს დაოჯახების ალბათობა. ყვავი, რომელიც ცალმხრივად იყო შეყვარებული, აღმოაჩენს, რომ გრძნობები გაუნელდა.
ამ ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი შექებას დაიმსახურებს უფროსისგან. თუ თავად ხართ ხელმძღვანელ პოზიციაზე, ერთ-ერთ კოლეგას ძალიან დაუახლოვდებით.
გველი (23 ოქტომბერი - 21 ნოემბერი)
გველი მიმზიდველობით გამოირჩევა, ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამინები მარტივად ახერხებენ ადამიანების მოხიბვლას,საოცარი მაგნიტიზმით გამოირჩევიან.მარტში აუცილებელია ზუსტად განსაზღვროთ თქვენი პრიორიტეტები. იყავით ტაქტიანი ეს ბევრი გაუგებრობისგან გიხსნით.თვის ბოლო კვირა რუტინული იქნება,უარს ნუ იტყვით ხალხმრავალ ადგილებზე,გაატარეთ დრო მეგობრებთან ერთად, ამით ცხოვრებას გაიხალისებთ. შეყვარებულს ბევრს ნუ ეწუწუნებით. შეწყვიტეთ საკუთარი თავის ეჭვებით გაგიჟება.
ბუ (22 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
ბუ, ერთი მხრივ, ბრძენია, მეორე მხრივ, თავისუფლების მოყვარული. ცდილობს ჭეშმარიტებოსკენ გზა თავად გაიკვალოს. ბედნიერებას უბრალოებაში ხედავს, სამართლიანი და ოპტიმისტია. მარტში პედაგოგ ბუებს განსაკუთრებული აქტიურობა მართებთ. დაგეგმეთ ღონისძიება ან ღია გაკვეთილი. ბუები, რომლებიც დოკუმენტებთან მუშაობენ, გაურკვევლობაში აღმოჩნდებიან, თუ არ დაუკვირდებიან ყველა დეტალს. მოცეკვავე ბუებმა პროექტში ან კონკურსში უნდა მიიღონ მონაწილეობა. მარტის შუა რიცხვებში ნებისმიერ სურვილს რეალობად აქცევთ.
ბატი (22 დეკემბერი - 19 იანვარი)
ბატი ბუნებით ფრთხილი ადამიანია,ის პრაგმატულად აზროვნებს,დადებითი და უარყოფითი მხარეების გაანსაზღვრის შემდეგ იწყებს ქმედებას. თებერვალი საკმაოდ დაძაბულად გაატარა, მიუხედავად ოჯახთან დაკავშირებული წინააღმდეგობისა, მდგომარეობა საგრძნობლად გამოსწორდება, მარტში, უთანხმოებები მოგვარდება, როგორც სამსახურში, ასევე პირად ფრონტზე ან შვილებთან. ზოგიერთო ბატო გადაწყვეტს შინაური ცხოველი იყოლიოს. შესაძლოა ფუილთან დაკავშირებით შეიტყოთ ინფორმაცია, რომელიც დიდად არ გესიამოვნებათ, მეტიც გაგაბრაზებთ.
ოტტერი (20 იანვარი - 18 თებერვალი)
მოსალოდნელია არაორდინალურ სიტუაციებში მოხვედრა,მარტის დასაწყისში ყოველდღიური პრობლემები თავბრუს დაგახვევთ,სიმშვიდის შესანარჩუნებლად დაკავდით საქმით,რომელიც ძალიან გიყვართ. შუა რიცხვებიდან სიტუაცია დალაგდება და მოვლენები გაცილებით ჰარმონიულად განვითარდება, ბევრ რთულ საკითხს მოაგვარებთ. გელით სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებები, მოიმატებს თქვენი ენერგიულობა და გაზაფხული პოზიტიურად გაგრძელდება.
მგელი (19 თებერვალი - 20 მარტი)
ძალები უნდა მოიკრიბოთ,კარგი იქნება თუ მეგობრებთან ერთად დაისვენებთ რამდენიმე დღე მაინც.მათთან გატარებული დრო დადებითად აისახება თქვენზე და თვეს პოზიტიურად გააგრძელებთ. კოლეგებში პატივისცემად დაიმსახურებთ და ინდივიდუალიზმს გაცილებით მარტივად წარმოაჩენთ. მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან საქმის დაჭერას. გამოიჩინეთ მეტი გულისხმიერება ადამიანების
მიმართ.
სტატია მოამზადა თამარ ბოკუჩავამ