მიხეილ ცაგარელი: როგორ წარიმართება თქვენი ცხოვრება 18-დან 24 მარტამდე

მიხეილ ცაგარელი: როგორ წარიმართება თქვენი ცხოვრება 18-დან 24 მარტამდე

ვერძი – განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ კვირის პირველ ნახევარში, რომელიც განვითარების წლიური ციკლის დასრულებიდან გამომდინარე, საკმაოდ რთული იქნება. მაღალია ცდუნებების და შეცდომების დაშვების ალბათობა, გაგიჭირდებათ გააქტიურება და ინიციატივის გამოჩენა, რადგან სრულად იქნებით დამოკიდებული მეგობართა და ახლობელთა დახმარებაზე. თუმცა, კვირის მეორე ნახევარში (21 მარტიდან), როცა მზე თქვენს ზოდიაქოს ნიშანში გადავა და გაძლიერდება ენერგოტონუსი, ბევრად გამარტივდება საჭირო ინფორმაციის მოპოვება, სარფიან პროექტებში ჩაბმა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება. მთავარია, არ აჰყვეთ ემოციებს, მოერიდოთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს და თანამიმდევრულად განახორციელოთ ყველა იდეა.

Astrologia

კურო – კარგი კვირაა გააქტიურებისთვის, ინდივიდუალურობის, ორგანიზატორული ნიჭის და შემოქმედებითი პოტენციალის გამოსავლენად, კარიერული წინსვლისა და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე კი, არ გაგიჭირდებათ გონებამახვილობითა და კომუნიკაციის საოცარი ნიჭით გარშემომყოფთა მოხიბვლა. წარმატებული აღმოჩნდება მოგზაურობა, რადგან შეძლებთ ახალი შთაბეჭდილებების და ნაცნობების შეძენას, რომლებიც ცხოვრების საკუთარი ხედვით გაგაოცებენ, თუმცა არ გაწყენთ არც სიფრთხილის გამოჩენა, რადგან თავისუფლად შეიძლება გაგიტაცოთ მეტად საეჭვო იდეებმა და ადამიანებმა. გამოიჩინეთ მეტი წიდახედულობა, არ აჰყვეთ ცდუნებას, ილუზიებს და ფუჭ დაპირებებს.

Astrologia

ტყუპი – სასიკეთო კვირაა პროფესიული შესაძლებლობების გამოსავლენად და კარიერის გასავითარებლად. მთავარია, არ აჰყვეთ ემოციებს და იმოქმედოთ პრაგმატულად, ობიექტურად შეაფასოთ საკუთარი შესაძლებლობები და ზუსტად განსაზღვროთ ის მაქსიმუმი, რომლის მიღეწევაც გსურთ. განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება გმართებთ საქმიანი პარტნიორების მიმართ, რომლებიც არ გაიზიარებენ თქვენს შეხედულებებს და უსიამოვნებების შექმნით სერიოზულ რისკზე წასვლას ან მსხვერპლის გაღებას გაიძულებენ. დაეყრდენით მეგობართა და ახლობელთა მხარდაჭერას, რადგან მხოლოდ მათი დახმარებით შეძლებთ წინსვლას და სირთულეების დაძლევას.

Astrologia

კირჩხიბი – ემოციებით დატვიული, საკმაოდ საინტერესო კვირაა, რადგან ახალი პროექტების განხორციელება რეჟიმის შეცვლას, რეფორმების განხორციელებას და ბევრად აქტიური ცხოვრების წესის არჩევას გაიძულებენ. არ გაგიჭირდებათ შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა, ნოვატორული იდეების ჩამოყალიბება და ჩანაფიქრის რეალიზციის ორიგინალური გზის მოძიება. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, თუმცა, კვირის მეორე ნახევარში თავს ვერ დააღწევთ კონფლიქტს საქმიან პარტნიორებთან. ეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე კვირის პირველ ნახევარში შეასრულოთ, შედარებით წინააღმდეგობრივ მეორე ნახევარში კი, ისარგებლოთ მცირე პაუზით და მხოლოდ ყოველდღიური ვალდებულებებით შემოიფარგლოთ.

Astrologia

ლომი – დინამიურ, მეტად ცვალებად კვირაში რამდენჯერმე მოგიწევთ გეგმების შეცვლა, რადგან იძულებული გახდებით მოერგოთ მიმდინარე მოვლენებს, იმოქმედოთ სწრაფად და სპონტანურად, თუმცა გააზრებულად, ემოციების და იმპულსური გადაწყვეტილებების გარეშე. არ ენდოთ სხვათა დაპირებებს, მოუსმინეთ მხოლოდ შინაგან ხმას და დაეყრდენით ინტუიციას. კარგი პერიოდია შემოქმედებითი ნიჭის და ინტელექტუალური პოტენციალის გამოსავლენად, განსაკუთრებით კი, მათ გაუმართლებთ, ვინც ხელოვნებითაა გატაცებული. ეცადეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე კვირის პირველ ნახევარში მოაგვაროთ, რადგან საკმაოდ რთულ მეორე ნახევარში ძალიან გაგიჭირდებათ ძალის და ენერგიის მობილიზირება.

ქალწული – ბევრად შედეგიანი იქნება კვირის პირველი ნახევარი, როცა გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე, შეძლებთ გააქტიურებას და ინიციატივის გამოჩენას, იდეების განხორციელებას და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, სასიყვარულო პარტნიორთან გულწრფელი საუბარი კი, მის ერთგულებაში, სანდოობაში დაგარწმუნებთ და არაა გამორიცხული ქორწინებაზეც დაფიქრდეთ. თუმცა, იძულებული გახდებით ყველა მნიშვნელოვანი საქმე კვირის პირველ ნახევარში მოაგვაროთ, რადგან მეორე ნახევარში ძალიან გაგიჭირდებათ კოლეგებთან საერთო ენის მოძიება, კონფლიქტისა და დაპირისპირებისგან თავის დაღწევა.

Astrologia

სასწორი – საკმაოდ დატვირთულ კვირის პირველ ნახევარში იძულებული გახდებით იტვირთოთ პასუხისმგებლობა და შეასრულოთ ის ვალდებულებები, რომელთაც დიდხანს გაურბოდით. ამასთანავე, მოგიწევთ მეტი დრო დაუთმოთ ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით მშობლებს და სამსახურეობრივი საქმეების მეორე პლანზე გადადებით, სწორედ თქვენ მოაგვაროთ მათი პრობლემები. ბევრად დინამიური და შედეგიანი იქნება კვირის მეორე ნახევარი, როცა გაძლიერებული ენერგოტონუსის, სტაბილური ჯანმრთელობის და ემოციური მდგომარეობის ფონზე შეძლეთ ინიციატივის გამოჩენას, საქმიან, საიყვარულო პარტნიორებთან ურთიერთობის გაუმჯობესებას და პერსპექტიული გეგმების დასახვას.

Astrologia

მორიელი – მეტად დინამიურ კვირის პირველ ნახევარში არ გაგიჭირდებთ შემოქმედებითი ნიჭის და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენა, გავლენიანი სპონსორების, თანამოაზრეების მოძიება და მათი წყალობით იდეების მეტად ორიგინალურად რეალიზება, რაც ერთის მხრივ, თქვენს თვითრწმენას გააძლიერებს, მეორეს მხრივ კი, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. მაქსიმალურად გამოიყენეთ ყველა შანსი და არ გადადოთ საქმეები კვირის ბოლოსთვის, რომელიც საკმაოდ რთული და წინააღმდეგობრივი იქნება, რადგან საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთან ურთიერთგაგების შემცირების ფონზე ძალიან გაგიჭირდებათ ემოციური სტაბილურობის შენარჩუნება და არაა გამორიცხული მეტად სერიოზული შეცდომებიც დაუშვათ.

Astrologia

მშვილდოსანი – მართალია, კვირის პირველი ნახევარი საკმაოდ საინტერესო და სასიკეთო იქნება, რადგან წარმატების მიღწევის შანსი გექნებათ საქმიანობის ყველა სფეროში, მაგრამ თქვენ მხოლოდ მეორე ნახევარში შეძლებთ გააქტიურებას, რომელიც ნაკლებად იღბლიანი აღმოჩნდება. ეცადეთ კვირის დასაწყისში გამოავლინოთ ინდივიდუალურობა, შემოქმედებითი ნიჭი და ინტელექტუალური პოტენციალი, იზრუნოთ იდეების განხორციელებასა და გეგმების შესრულებაზე, რადგან კვირის ბოლოს, ენერგიის მოზღვავების და რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთების სურვილის მიუხედავად, მაინც ძალიან გაგიჭირდებათ მათი ბოლომდე მიყვანა, მხოლოდ ძალას დახარჯავთ ფუჭად და არაა გამორიცხული ფინანსურადაც იზარალოთ.

კითხვა განაგრძეთ fortuna.ge- ზე.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"