გაითვალისწინეთ ხელმძღვანელთა რჩევები და აუცილებლად ბოლომდე მიიყვანეთ დაწყებული საქმე. დღეს განსაკუთრებით მოგიწევთ ბრაზისა და აგრესიისგან თავის შეკავება, რადგან დღევანდელი დღე შერიგების დღედ ითვლება, მოზღვავებული ემოციები კი, მხოლოდ ხელს შეგიშლით გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, ფინანსური გარიგებებისა და ხელშეკრულებების გასაფორმებლად, ბინის შესაცვლელად, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის.
ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს, ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი და ბეჟი (დღის 2 საათამდე), მწვანე, ნაცრისფერი, ნარინჯისფერი და ყავისფერი (დღის მეორე ნახევარში), ასევე, ბრილიანტი, სერდოლიკი და ქარვა, მალაქიტი და მთის ბროლი, გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, დადებითი კოსმიური ენერგიების მიზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებული დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, უსიამოვნებები ელით ვერძს და ტყუპს.
წყარო fortuna.ge