მისტიკოსი გურჯიევის რჩევები სწორად და ბედნიერად ცხოვრებისთვის

მისტიკოსი გურჯიევის რჩევები სწორად და ბედნიერად ცხოვრებისთვის

1. მთელი ყურადღება საკუთარი თავისკენ მიმართე.

2. ყოველთვის აცნობიერე ფიქრები, გრძნობები, სურვილები და ქმედებები.

3. ყოველთვის დაასრულე ის რასაც დაიწყებ.

4. რასაც აკეთებ, გააკეთე შეძლებისდაგვარად კარგად.

5. ნუ მიეჯაჭვები იმას, რაც საბოლოოდ გაგანადგურებს.

6. გამოიჩინე სულგრძელობა მოწმეების გარეშე.

7. ნებისმიერ ადამიანს მოექეცი ისე, როგორც უახლოეს ნათესავს.

8. გამოასწორე ყველაფერი, რასაც გააფუჭებ.

9. ისწავლე მიღება და ყოველი საჩუქრისთვის იყავი მადლიერი.

10. შეაჩერე თავდაცვითი ქმედებები.

11. ნუ მოიტყუები, ნუ მოიპარავ – მოიქეცი ისე, თითქოს საკუთარ თავს პარავ და ატყუებ.

12. დაეხმარე გვერდითმყოფებს, მაგრამ ნუ გახდი მათ შენზე დამოკიდებულს.

13. ნუ დაიკავებ ძალიან დიდ სივრცეს.

14. ნუ იხმაურებ და მოერიდე ზედმეტ ჟესტებს.

15. თუ ჯერ კიდევ არ გაქვს რწმენა, მისი იმიტაცია გააკეთე.

16. ადვილად ნუ მოექცევი ძლიერი პიროვნებების გავლენის ქვეშ.

17. ნუ დაეპატრონები ნურაფერს და ნურავის.

18. გადაანაწილე სამართლიანად.

19. ნუ აცდუნებ.

20. ჭამე და გეძინოს ზუსტად იმდენი, რამდენის აუცილებელია.

21. ნუ ისაუბრებ პირად პრობლემებზე.

22. ნუ განსჯი და გაარჩევ, ვიდრე ყველა ძირითად ფაქტს არ გაეცნობი.

23. ნუ იყოლიებ უსარგებლო მეგობრებს.

24. არ მიყვე საერთო ტენდენციებს.

25. ნუ გაყიდი თავს.

26. პატივი ეცი შენს მიერ ხელმოწერილ შეთანხმებებს.

27. იყავი პუნქტუალური.

28. ნუ შეგშურდება სხვისი საკუთრებისა და მიღწევების.

29. ისაუბრე მხოლოდ ის, რაც საჭიროა.

30. ნუ იფიქრებ იმ სარგებელზე, რომელიც შენმა ქმედებებმა შეიძლება მოგიტანოს.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"