მომავალი 5 თვის პროგნოზი: აღმოაჩენთ ახალ გზას, შეგეცვლებათ ღირებულებები, გააკეთებთ უჩვეულო არჩევანს

მომავალი 5 თვის პროგნოზი: აღმოაჩენთ ახალ გზას, შეგეცვლებათ ღირებულებები, გააკეთებთ უჩვეულო არჩევანს

"რამ­დე­ნი­მე დღეა, რაც ქი­რო­ნი რეტ­როგ­რა­დუ­ლი გახ­და . ეს ფაზა მთე­ლი 5 თვე - 13 დე­კემ­ბრამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა .

ქი­რო­ნის ორ­ბი­ტა უმაღ­ლეს და ქვე­და პლა­ნე­ტებს შო­რის გა­დის, სწო­რედ ამი­ტო­მაა, რომ ის ცნო­ბი­ე­რი­სა და არაც­ნო­ბი­ე­რის კავ­შირს გა­მო­ხა­ტავს. მისი სიმ­ბო­ლო წი­ნა­აღ­მდე­გობ­რი­ო­ბე­ბის დაძ­ლე­ვის გა­სა­ღე­ბია, ოღონ­დაც ამოტ­რი­ა­ლე­ბუ­ლი. ყი­რა­მა­ლა მდგა­რი ქი­რო­ნი თა­ვი­სი ბუ­ნე­ბით ხუ­მა­რაა, ხან­და­ხან ოი­ნე­ბის მო­წყო­ბა უყ­ვარს და ისეთ შე­უ­თავ­სე­ბელ რა­ღა­ცე­ებს უთავ­სებს ერ­თმა­ნეთს - გა­გიკ­ვირ­დე­ბათ...

ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში მის ტრან­ზიტს საკ­მა­ოდ ბევ­რი არე­უ­ლო­ბის შე­ტა­ნა შე­უძ­ლია, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მა­შინ, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი თა­ვი­სი გან­ვი­თა­რე­ბით არაა მზად ქვეც­ნო­ნი­ე­რი­დან წა­მო­სულ იმ­პულ­სებს გა­უმკლავ­დეს, გა­ერ­კვეს მათ არსში და ცნო­ბი­ერს შე­უ­ხა­მოს. სუ­ლი­ე­რე­ბის უფრო მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე მდგო­მი პი­როვ­ნე­ბის­თვის კი ტრან­ზი­ტუ­ლი ქი­რო­ნის ას­პექ­ტე­ბი ნა­თა­ლურ პლა­ნე­ტებ­თან სტი­მულს წარ­მო­ად­გენს, შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, შან­სე­ბის გახ­სნას...

Astrologia

მაგ­რამ რეტ­როგ­რა­დუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ქი­რონს კი­დევ უფრო მე­ტად ურ­თულ­დე­ბა ბუ­ნე­ბა და თუ პი­რად რუ­კა­ში თქვე­ნი ქი­რო­ნიც რეტ­რო არაა, არ გირ­ჩევთ ახლა მის უც­ნა­ურ ხუმ­რო­ბებ­ზე აყო­ლას, ეს შან­სე­ბი სათ­ქვე­ნო არ იქ­ნე­ბა და მხო­ლოდ პრობ­ლე­მებს მო­გი­ტანთ.

მათ კი, ვი­საც რეტ­რო ქი­რო­ნი გყავთ, შე­გიძ­ლი­ათ თა­მა­მად გა­მო­ი­ყე­ნოთ მის მიერ გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ენერ­გია, ეს პე­რი­ო­დი და­გეხ­მა­რე­ბათ:

გა­და­ა­ფა­სოთ ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი;

აირ­ჩი­ოთ ახა­ლი, ერთი შე­ხედ­ვით, შე­საძ­ლოა, ძალ­ზე უც­ნა­უ­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა;

აღ­მო­ა­ჩი­ნოთ მე­სა­მე გზა "არა"-სა და "კი"-ს შო­რის;

გა­თა­ვი­სუფ­ლდეთ ძვე­ლი­სა­გან ახლა, ამ პე­რი­ოდ­ში შე­საძ­ლოა წარ­სულ­ში მი­ტო­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­მოჩ­ნდნენ, რომ­ლებ­თა­ნაც ჯერ კი­დევ არ გაქვთ ბო­ლომ­დე კარ­მუ­ლი ვა­ლე­ბი გას­ტუმ­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა შე­საძ­ლოა, ზოგს ისე­თე­ბიც მო­ევ­ლო­ნონ, ვის­თა­ნაც ამ ცხოვ­რე­ბა­ში კი არა, არა­მედ წინა ინ­კარ­ნა­ცი­ებ­ში ჰქონ­დათ ურ­თი­ერ­თო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, თუ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მოს­ვლას ქი­რო­ნის პო­ზი­ტი­უ­რი ას­პექ­ტე­ბი და­ემ­თხვე­ვა, ელო­დეთ ცხოვ­რე­ბი­სა­გან რა­ღაც სა­ჩუქ­რებს, თუ არა­და - შე­საძ­ლოა პრობ­ლე­მე­ბიც შე­გექ­მნათ.
ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი კი, მა­ინც, რაც რეტ­რო ქი­რონს შე­უძ­ლია მო­ი­ტა­ნოს, სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბაა, რა­შიც მეც წარ­მა­ტე­ბას გი­სურ­ვებთ.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"