მშობლების ჰოროსკოპი: როგორ ჩამოვაყალიბოთ ბავშვი წარმატებულ პიროვნებად?

მშობლების ჰოროსკოპი: როგორ ჩამოვაყალიბოთ ბავშვი წარმატებულ პიროვნებად?

ამ მიმართულებას კი ძირითადად ზუსტად ჩვენ - მშობლები განვაპირობებთ. მაინც როგორ გავზარდოთ ჩვენი შვილისგან ვარსკვლავი, როგორ ჩავუნერგოთ მას ლიდერული თვისებები და რა მეთოდებით გამოვავლინოთ მასში არსებული ნიჭი ან შესაძლებლობები საიმისოდ, რომ უკვე ზრდასრული იგი სრულფასოვანი და თავდაჯერებული ინდივიდი დადგეს? ამაში ასტროლოგია დაგვეხმარება... თუ კარგად შეისწავლით თქვენი შვილის ზოდიაქოს ნიშანს და მის უმთავრეს თვისებებს მარტივად იპოვნით გასაღებს მისი წარმატების უზრუნველსაყოფად...

Astrologia

ასე მაგალითად, როცა ვერძის მშობელი ხართ,

ის ჩანასახშივე გამოავლენს ლიდერულ თვისებებს. თუმცა, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მას თქვენი დახმარება არ სჭირდება. სიფიცხე და აგრესია, რომელიც ვერძებისთვისაა დამახასიათებელი ხშირად გაუფუჭებს მას სახელს და იმიჯს საზოგადოებაში. ასწავლეთ თქვენს ვერძს სხვების აზრის პატივისცემა, მოთმინება და ტოლერანტულობა განსხვავებული შეხედულებების მიმართ.

Astrologia

პატარა კურო

ბუნებით ნაკლებად გახლავთ ლიდერი. თუმცა, მასში საუკეთესო თვისებებს თუ განავითარებთ, როგორიცაა პრინციპულობა, მუყაითი შრომის უნარი, საუბრის დამაჯერებელი და დინჯი მანერა, თანდაყოლილი კარგი გემოვნება და მზრუნველობა მისგან სამომავლოდ საზოგადოების აქტიური და ბევრ საკითხში შეუცვლელი წევრი გაიზრდება.

ტყუპი ყურადღების ნაკლებობას არასოდეს განიცდიან სხვების მხრიდან. თუმცა მათი საშინელი ნაკლი - ცვალებადობა და ზედაპირული ხასიათი, ბევრის თვალში გამოაჩენს თქვენს შვილს უპასუხისმგებლო და მჩატე ადამიანად. ასწავლეთ თქვენს ტყუპს დაწყებული საქმეების თუნდაც თამაშ-თამაშით დამთავრება. მეტი პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე და დროის ფასი.

კირჩხიბთან განსაკუთრებული მუშაობა დაგჭირდებათ, იმიტომ რომ ასეთი ბავშვები ბუნებით მორცხვები და სენსიტიურები არიან. მიაჩვიეთ იგი ხშირად ხალხში ყოფნას, მიეცით საშუალება იზრუნოს სხვებზე, გახდეს საჭირო და შეუცვლელი სამეგობროსთვის ან უმცროსი და-ძმების პატრონაჟი დაავალეთ. ასწავლეთ მას საკუთარი ემოციების მართვა და სიმორცხვის დაძლევა. იგი გაწონასწორებული და მშვიდი პიროვნება გაიზრდება რომლითაც იამაყებთ.

Astrologia

აი, თუ ვინმეს არ სჭირდება ლიდერული სულისკვეთების ამაღლება ეს პატარა ლომია.

ასეთი ბავშვები ზედმეტად ამბიციურებიც კი არიან ხშირად. თუმცა მისი ეს თავდაჯერებულობა შეიძლება გახდეს მიზეზი იმისა, რომ სამომავლოდ, მას როგორც დიქტატორს ისე აღიქვამენ. ასწავლეთ თქვენს ლომს სხვების აზრის მოსმენა, სუსტებზე ზრუნვა და ლოიალურობა. მას ხომ ოქროს გული აქვს, თუკი ადამიანების სიყვარული ეცოდინება სამომავლოდ სუპერადამიანი გაიზრდება.

Astrologia
ქალწული კირჩხიბივით მორცხვი და ასოციალური პატარაა. თუმცა საქმე სიმორცხვეში კი არა, ქალწულისთვის დამახასიათებელ კომფორტის სიყვარულში უფროა. ასეთ ბავშვს სხვებზე მეტად სჭირდება მშობლების თანადგომა და წახალისება. მიეცით სტიმული, რომ საკუთარი ნიჭი სხვების წინაშეც წარმოაჩინოს. თანატოლებსაც გაუზიაროს საკუთარი ნიჭიერების შედეგი.

Astrologia
სასწორი მერყევი და სხვების გავლენაში ადვილად მოქცევადი პატარაა. ჰოდა, ზუსტად ამ თვისებაზე უნდა იმუშაოთ მასთან, რომ სამომავლოდ ცუდ კომპანიაში არ ამოყოს თავი. ხშირად აიძულეთ მარტივი გადაწყვეტილებების მიღება (მაგ. თავად შეარჩიოს სამოსი), რომ დიდ ასაკში დიდი გადაწყვეტილებები დილემად და კატასტროფად არ მოეჩვენოს.

Astrologia
მორიელთან დიდი ფსიქოლოგიური სამუშაოების ჩატარება დაგჭირდებათ, თუმცა მანამდე სასურველია, თავად გაიაროთ კონსულტაცია კარგ ფსიქოლოგთან. საქმე იმაშია, რომ ამბიციები და ლიდერული ხასიათი თქვენს შვილს დაბადებიდან გააჩნია, თუმცა გზები, რომელსაც იგი საკუთარი მიზნების მისაღწევად აირჩევს, შესაძლოა, სულაც არ იყოს სუფთა და პატიოსანი. ამიტომ თქვენზე იქნება დამოკიდებული როგორი მეთოდებით ისწავლის იგი საკუთარი სურვილების ასრულებას.

Astrologia

მშვილდსანს საზოგადოება ძალიან უყვარს, ფაქტობრივად დაბადებით მასხრაა ყველა მათგანი. ასწავლეთ მას მეტი ტაქტი და დიპლომატია, აიძულეთ მოუსმინოს ხოლმე სხვებს და რაც მთავარია, მიიღოს რჩევები. იგი აუცილებლად გადაგიხდით მადლობას ამ ყველაფრისთვის დიდ ასაკში.

Astrologia
თხის რქა ბუნებით საკმაოდ ამბიციური, თუმცა ცოტა ჩაკეტილი და საკუთარი თავის მიმართ დაბალი თვითრწმენის მქონე ბავშვია. ამიტომ მასთან პირველ რიგში საკუთარი ძალების რწმენა უნდა ჩანერგოთ ფსიქიკაში. ხშირად შეაქეთ და წაახალისეთ, უთხარით როგორ ამაყობთ მთელი ოჯახი მისით. ეს მასში საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნებას გაათმაგებს.

მერწყული არაპროგნოზირებადი, მაგრამ საშინლად ნიჭიერი ბავშვია. იქნებ პატარა ასაკში სრული ჩამორჩენილი და უტვინოც გგონიათ? ასე არ არის განა? თუმცა თუკი თქვენს მერწყულს მაქსიმალურ თავისუფლებას მიანიჭებთ და აცლით, თავად აირჩიოს პროფესიაც და საგნებიც, რომელიც სკოლაში უნდა, რომ უკეთ ისწავლოს, მისგან დიდი გენიოსი შეიძლება გამოვიდეს, რომელზეც ხალხი ილაპარაკებს.

Astrologia
და ბოლოს თევზებთან ფაქიზი მიდგომაა საჭირო, მსგავსად კირჩხიბისა. გამოკვეთილი შემოქმედებითი პოტენციალის გამო, "პატარა ლიფსიტები" საკუთარ სამყაროში ცხოვრებას ამჯობინებენ ხშირად. მიეცით მას ბიძგი მსახიობის, მხატვრის ან ფოტოხელოვანის კარიერისკენ. პატარა ასაკიდანვე აქტიურად ჩააბით გამოფენებში ან მუსიკალურ წრეზე მიაბარეთ. მისგან შესანიშნავი ხელოვანი დადგება.

Astrologia

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"