ავტორი:

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი მშვილდოსნებისთვის

დააკვირდით მოვლენებს, რაც თქვენ გარშემო მოხდება, ადამიანებს, რომლებიც თქვენ გვერდით არიან, ან ამ თვის განმავლობაში გამოჩნდებიან. საინტერესო და უჩვეულო მოვლების მომსწრე შეიძლება გახდეთ. გაარკვევთ, ვინ არის თქვენი ნამდვილი მეგობარი და ვინ ხლართავს თქვენს ზურგს უკან ინტრიგებს. ნუ ენდობით საეჭვო ადამიანებს, ეგ კი არა, ახლობლებიც გადაამოწმეთ საიმედოობაზე. მოერიდეთ კონფლიქტს საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან. სამსახურში ფრთხილად იყავით კოლეგებთანაც და უფროსთანაც, გამოირცხული არაა, ვიღაც განზრახ ცდილობდეს თქვენს პროვოკაციაზე წამოგებას.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

გააქტიურდებით სოციალურ ქსელებში, შეიძლება გახშირდეს მეგობრებთან ვიზიტები გართობის ან საქმეების მოგვარების მიზნით. ეცადეთ, დიდხანს არ განმარტოვდეთ. ერთგული მეგობრები განწყობასაც ხშირად გაგიუმჯობესებენ. ზოგიერთმა კი შეიძლება მეგობრებთან ერთად გადაწყვიტოს ბიზნესის დაწყება, რაც მომავალში მატერიალურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ. თუმცა, უნდა გირჩიოთ, რომ თვის ბოლომდე არაფერი მნიშვნელოვანი არ მოიმოქმედოთ. გამორიცხული არაა, რომ გამოგიჩნდეთ ფარული სპონსორი, დამფინანსებელი. გახშირდება შეხვედრები, ახალ ადამიანებთან დამეგობრების შესაძლებლობა.

ფული და სიყვარული

მარტოხელებმა განსაკუთრებით უნდა მოინდომოთ, რომ გაგიუმჯობესდეთ პირადი ცხოვრება და თქვენ გვერდით ღირსეული ადამიანი გამოჩნდეს. ხშირად წამოდექით სავარძლიდან და გაისეირნეთ, კარგი ადამიანების კამპანიაში იმხიარულეთ. თუმცა, არც ახალდაწყებულ რომანში გირჩევთ თავით გადავარდნას, უმჯობესია, ჯერ კარგად გაიცნოთ ადამიანი. ობიექტურად შეაფასეთ მისი ქცევაც და სიტყვებიც. დაქორწინებულებმა შეიძლება მეუღლისგან ეჭვიანობა ან უნდობლობა იგრძნონ. რაც შეეხება ფინანსურ სფეროებს, ნოემბერში უმჯობესია, ხელმომჭირნეობა, ვიდრე ფლანგვა. თუ დაქვემდებარებულ პოზიციაზე ხართ, შემოსავლის გაზრდას ნუ ელით. დამატებითი შემოსავლისთვის მომავალი თვიდან დაიწყეთ ზრუნვა.

ჯანმრთელობა

გართობისა და მხიარულების განწყობაზე იქნებით. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება შვილებთან. ეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ ერთად და ეს დრო დაუთმეთ ინტელექტუალურ გასართობსაც. კარგი იქნება ზომიერი ფიზიკური დატვირთვა, გაუფრთხილდით ტრავმებს. თვის ბოლოსთვის კი უკვე შეძლებთ სრული დატვირთვით ვარჯიშს.

ქალებისთვის

თვის დასაწყისში მეგობრული შეხვედრებით და ზომიერი გართობით გაირთეთ საკუთარი თავი. შეიძლება თავი შეგახსენოთ ძველმა მეგობრებმა. მიიღოთ მაცდური - საქმიანი და რომანტიკული შემოთავაზებები. საყვარელი ადამიანი გაანებივრეთ სიყვარულითა და მზრუნველობით.

მამაკაცებისთვის

სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება და მიზნების განხორციელებას შეძლებთ. ნუ იტყვით უარს ჩანაფიქრზე, ნურც მეგობრების დახმარებაზე განაცხადებთ უარს. მოსალოდნელია სიურპრიზები, ფულადი საჩუქრები. თვის მეორე ნახევარში მიიღებთ სასიამოვნო სიახლეებს ახლობლებისგან. ზოგიერთმა შეიძლება რემონტის გაკეთება, ავეჯის გამოცვლა ან ინტერიერის განახლება გადაწყვიტოს.

ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძებისთვის

რა უნდა იცოდეთ 2021 წლის 17 ივლისამდე პერიოდზე - "საჭიროა საკუთარი ფინანსების, დროის და ენერგიის კონტროლი, რომ არ მოხდეს ამ კუთხით გამოფიტვა-გაკოტრება"

ვის რა ელოდება დღევანდელი ახალმთავრეობის შემდეგ - ორკვირიანი პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის