ნოემბრის ბიზნეს-ჰოროსკოპი

ნოემბრის  ბიზნეს-ჰოროსკოპი

ბიზნესის სფეროში სხვა დანარჩენ თვისებებთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იღბალიც გახლავთ. ხოლო შესაძლებლობას საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდეთ, დიახაც რომ ვარსკვლავების განლაგება განაპირობებს...

ნოემბრის თვე ორი ზოდიაქოს ნიშნის მორიელისა და მშვილდოსნის გავლენის სფეროა. მორიელი ფრთხილი, წინდახედული და რისკიანი ნიშანია. მშვილდოსანს კი ნაკლები სიფთხილე ახასიათებს, სამაგიეროდ მას როგორც  იუპიტერით მართულ ნიშანს მორიელზე უფრო მეტად სწყალობს ხშირად ბედი ფინანსურ ოპერაციებში. თუმცა საიმისოდ, რომ უკეთ გავიგოთ რას გვიმზადებს უახლოესი თვე თავისი მორიელურ-მშვილდოსნური გავლენით აჯობებს პლანეტების განლაგებას გადავხედოთ ცაზე.

1-5 ნოემბრის ჩათვლით , საუკეთესო პერიოდია მათთვის ვინც სამეწარმეო საქმიანობას ან უძრავი ქონებით ვაჭრობას ეწევა. ამ პერიოდში ჩნდება შანსი საკმაოდ კარგი სპონსორი იშოვნოთ გრანდიოზული სამომავლო პროექტების დასაფინანსებლად. თუმცა სამსახურეობრივ კიბეზე, უფროსობასთან ჩატარებულმა მოლაპარაკებამ რომ კარგი შედეგი გამოიღოს, უმჯობესია შეხვედრა არაოფიციალურ გარემოში დანიშნოთ და იქ ისაუბროთ შეფთან თქვენი გეგმების შესახებ.

6-7 ნოემბერს შორის პერიოდში ნეგატიური ასპექტები იმატებს, ამიტომ სასურველია ეს დრო უკვე არსებული იდეების დახვეწა-განვითარებას მოანდომოთ. სამომავლოდ აუცილებლად მოგეცემათ შანსი მათ სისრულეში მოსაყვანად.

8-14 ნოემბრის შუალედიში უმჯობესია საქმეში ინტუიცია ჩართოთ. ამ დროს ადამიანებს გასაკუთრებული ყნოსვა ექნებათ ფინანსურად მომგებიანი პროექტების აღმოჩენა-მოფიქრების კუთხით. განსაკუთრებით ნაყოფიერი იქნება ისეთ სფეროზე კონცენტრირება, რომელიც საშუამავლო საქმიანობას, სხვადასხვა სახის ტრენინგების ორგანიზებას და ფესტივალების ორგანიზებას ეხება.

15-18 ნოემბერს

დროებითი სიმშვიდის და უძრაობის ხანა დგება ფინანსურ სფეროში. სასურველია ამ პერიოდში თავი აარიდოთ ყოველგვარი სახის მსხვილ ფინანსურ გარიგებებს. ახალი საქმიანი კონტაქტების დამყარებისას კი მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხში.

განსაკუთრებით ნაყოფიერი იქნება ბიზნესსაქმიანობის კუთხით 19-21 ნოემბრის შუალედი . ამ პერიოდში განსაკუთრებული წარმატება იმ სფეროს წარმომადგენლებს ელით, ვისი საქმიანობაც მეწარმეობასთან, უახლესი ტექნიკის ყიდვა-გაყიდვასთან ან ბუნებრივი რესურსების მოპოვება-წარმოებასთან არის დაკავშირებული. ფინანსურ სექტორში მომუშავე ხალხს კი უცხოეთის ბაზარზე მმართებს აქცენტის გაკეთება.

22-26 ნოემბრის შუალედი კი დააჯილდოებს იმ ადამიანებს, ვისაც საკუთარი მიზნისკენ სავალ გზაზე შრომისმოყვარეობა და მაქსიმალური მუყაითობა ახასთებს. ამ პერიოდში ყველა ვინც აქამდე პასუხისმგებლობით ეკიდებოდა დაკისრებულ მოვალეობებს, ჯილდოდ უფროსობისგან წახალისებას მიიღებს და სამომავლო წინსვლის პერსპექტივა მათთვის კიდევ უფრო რეალური გახდება.

ხოლო ნოემბრის ბოლო დეკადაში (ანუ 26-30 რიცხვამდე არსებული შუალედი) სასურველია, ყველამ შეიკაოს თავი არაფრისმომცემ პროექტებზე საუბრისგან. ამ პერიოდში ნუ ეცდებით სამსახურის შეცვლას და სასურველია ახალი სამსახურის ძიების პროცესიც ცოტა ხნით შეაჩეროთ. მანამ სანამ ცის კაბადონზე პლანეტების გაცილებით უფრო კეთილგანწყობილი კომბინაცია არ დაფიქსირდება.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"