სტატიებს იმის შესახებ, თუ რა სახის ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება აწუხებდეს, ამა თუ იმ კონკრეტულ რიცხვში დაბადებულ ადამიანს.
დაბადებული 8, 17, 26 და 4 რიცხვში
თუკი თქვენი დაბადების თარიღი ზემოთ ხსენებულ რიცხვებს შეესაბამება, უნდა გაითვალისწინოთ რომ თქვენთვის სუსტი ორგანოა თირკმელი და ღვიძლი. ამას გარდა, ხშირია შაკიკისა და რევმატიზმისკენ მიდრეკილებაც. ნუმეროლოგები ამ ადამიანებს ურჩევენ მაქსიმალურად შეიკავონ თავი ცხოველური პროდუქტებისგან და ვეგეტარიანული საკვებით იკვებონ.
სასურველია რაციონში შეიტანონ: სტაფილო, ყვავილოვანი კომბოსტო, სტაცური და ყაბაყი.
მეტ-ნაკლებად პრობლემური თვეებია:
დეკემბერი, იანვარი და ივლისი.
გარდამტეხი წლები: 17, 27, 35, 44, 53 და 62.