სტატიებს იმის შესახებ, თუ რა სახის ჯანმრთელობის პრობლემები შეიძლება აწუხებდეს, ამა თუ იმ კონკრეტულ რიცხვში დაბადებულ ადამიანს.
დაბადებული 9, 18 და 27 რიცხვში
თუკი თქვენი დაბადების თარიღი ჩამოთვლილ რიცხვებს შეესაბამება, უნდა იცოდეთ რომ თქვენთვის სუსტი ორგანო არის ფილტვები და ზოგადად სასუნთქი გზები. ამას გარდა ასეთ ადამიანებს გააჩნიათ სუსტი იმუნური სისტემა და მიდრეკილი არიან ალერგიულობისკენ. სასურველია თუ მაქსიმალურად მოარიდებთ თავს ცხიმიან საკვებს და ალკოჰოლს.
რაციონი უნდა გაამდიდროთ: ახალი ხახვით, ნივრით, მდოგვით, სხვადასხვა სახის ფხალეულით.
მეტ-ნაკლებად პრობლემური თვეებია: აპრილი, მაისი და ოქტომბერი.
გარდამტეხი წლები: 18, 27, 36, 45 და 63