თქვენს ეგოს უფლება არ მისცეთ, რომ საკუთარ თავზე კონტროლი დაგაკარგვინოთ.
ამბობენ, ვინც რისკავს, შამპანიურსაც ის სვამსო, მიუხედავად ამისა, ოქტომბრის დასაწყისში მოერიდეთ რისკს! ნუ ჩაერთვებით საეჭვო საქმეში, არ გააფორმოთ კონტრაქტი არასაიმედო პარტნიორთან ან კომპანიასთან, რომლის შესახებაც სრულ ინფორმაციას არ ფლობთ.
8 ოქტომბრიდან მოიმატებს თქვენი შინაგანი ძალა, რაც საშუალებას მოგცემთ შიში დაძლიოთ და საკუთარ თავთან გამართული კონფლიქტიც დაასრულოთ.
12 ოქტომბრიდან თავდაჯერებული გახდებით, ამიტომ ყველა გეგმას განახორციელებთ და წინსვლას შეძლებთ.
16 ოქტომბერს შეგეხმიანებათ ძველი მეგობარი ან ყოფილი შეყვარებული, თქვენი საუბარი უსიამოვნო იქნება. ეცადეთ, მოსალოდნელ სტრესს იუმორით გაუმკლავდეთ. თქვენს ამჟამინდელ პარტნიორს მკვეთრი რეაქცია ექნება ყოფილი შეყვარებულის გამოჩენაზე, რასაც გაგებით უნდა მოეკიდოთ - უყვარხართ და ამიტომ ეჭვიანობს. დაარწმუნეთ საყვარელი ადამიანი, რომ სანერვიულო არაფერია და დაძაბულობაც მალევე ჩაივლის.
20 ოქტომბრამდე შეხვალთ კრეატიული აზროვნების ახალ ფაზაში, ბრწყინავლე დროა ხელოვნებაში მოღვაწეობისთვის - წერისთვის, ხატვისთვის, მუსიკის შექმნისა და ცეკვისთვის. მარტივად მოექცევით ყურადღების ცენტრში. ბევრ კოლეგას - მათაც კი, ვისაც ადრე შორს ეჭირა თავი - თქვენთან მეგობრობის სურვილი გაუჩნდება.
24 ოქტომბრიდან თვის ბოლომდე ცვლილებების ქარი დაუბერავს... ცვლილებები შეეხება პირად ურთიერთობებსა და ფინანსებს. გამოიჩინეთ მოთმინება და მიმტევებლობა.