პლანეტები და ადამიანის შვიდი სასიცოცხლო ციკლი

პლანეტები და ადამიანის  შვიდი სასიცოცხლო ციკლი

პირადი რუკის მიხედვით, საკმაოდ მარტივია დავადგინოთ, თუ რა სახის პრობლემები შეიძლება ელოდეს ადამიანს ან კონკრეტულად რომელი ორგანო აქვს უკანასკნელს სუსტი. უფრო მეტიც, ასტროლოგს იმის დაზუსტებაც შეუძლია, თუ ცხოვრების რომელ მონაკვეთში შეიძლება გააქტიურდეს ამა თუ იმ პიროვნების ცხოვრებაში ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებული საფრთხე. რა მეთოდებით უნდა იხელმძღვანელოს ამ უკანასკნელმა, რომ მოსალოდნელ უსიამოვნებას თავი აარიდოს  ან მისი გამოვლინება მინიმალური დანაკარგებით გადაიტანოს.

ადამიანის განვითარების შიდაკოსმიური ციკლი, თავის მხრივ რამოდენიმე ეტაპად იყოფა. თითოეულ ეტაპს კონკრეტული პლანეტის გავლენა შეესაბამება.

ასე მაგალითად 1-7 წლამდე ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას მთვარე კურირებს (მთვარე ქალური ენერგეტიკაა – სიმბოლურად დედის სიგნიფიკატორი ადამიანის რუკაში). შესაბამისად, ჩვენი ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება დიდწილადაა დამოკიდებული დედის გავლენაზე.

უკვე 7 წლიდან 14 წლამდე ჩვენ საკუთარი სხეულისა და ფიზიკური შეგრძნებების აღქმას, კვლევასა და გააზრებას ვიწყდებთ. ვიცით რა მოგვიტანს ზიანს, რა – არა (რამდენად ვითვალისწინებთ ეს სხვა საქმეა!). ამ პერიოდს მერკურის ციკლი შეესაბამება.

14 დან 22 წლამდე, ადამიანი სქესობრივ მომწიფებას იწყებს. შესაბამისად, იზრდება მისი ინტერესი საპირისპირო სქესის მიმართ და ამ გავლენით გამოწვეული შეგრძნებები, ამ ციკლს ვენერას ციკლი ეწოდება.

22 წლიდან ადამიანი ზრდასრულობის ასაკში შედის და მისთვის წინა პლანზე საკუთარი „მეს“ გააზრების საკითხი დგება, ამიტომ 22-დან 36 წლამდე პერიოდს მზის ციკლი მართავს.

უკვე 36 წლის შემდეგ ჩვენ, დაგროვილი გამოცდილებით თავის დამკვიდრება-შენარჩუნების საკითხით ვართ დაკავებული. წინა პლანზე იწევს ამბიციები. ამიტომ, 36-46 წელს ასტროლოგები მარსის ციკლს უწოდებენ.

46 წლიდან

კი დგება დრო, ჩვენი ნაშრომით დავტკბეთ და რაც აქამდე გვიკეთებია ცხოვრებაში მისი შედეგი მოვიმკათ. ამიტომ, 46-63 წლამდე შუალედს იუპიტერის ციკლად მოიხსენიებენ.

უკვე 63 წლიდან კი ადამიანის ჯანმრთელობა, ყველაზე კრიტიკულ სატურნის ციკლს გადის, ამიტომ გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ ბევრი ვინც განვლილი ციკლების მანძილზე ჯანმრთელობის მიმართ დაუდევარი დამოკიდებულებით გამოირჩეოდა, სატურნის სადამსჯელო ოპერაციებს ვერ უძლებს. ამიტომ ადამიანების დიდი ნაწილი სწორედ 63-81 წლის ასაკში იღუპება ჯანმრთელობის გაუარესების გამო და მხოლოდ ის იშვიათი გამონაკლისები აღწევენ ყველაზე ბოლო – ურანის ციკლს 81 წლის მერე, ვინც ცხოვრების მანძილზე მაქსიმალური სიფრთხილით ეკიდებოდა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"