ეს თვე თავის თავში ერთბაშად ორ ზოდიაქოს - საწყისისა და დასასრულის აღმნიშვნელ ნიშნებს - ვერძსა და თევზებს აერთიანებს. ასტროლოგიის პრინციპებით ხომ ასეა, სადაც არის დასასრული, სწორედ იქვე გვეძლევა, რაღაც ახლის დაწყების შესაძლებლობა.
13 მარტს დაბადებული
ამ დღეს დაბადებულ ადამიანებს, განსაკუთრებულად სჯერათ ბედისწერის. ამიტომ, ყოველთვის ცდილობენ სიმშვიდით და გაგებით შეხვდნენ ნებისმიერ, ცხოვრებისეულ მოულოდნელობას და მას ფილოსოფიური ახსნა მოუძებნონ.