– საწყისისა და დასასრულის აღმნიშვნელ ნიშნებს – ვერძსა და თევზებს აერთიანებს. ასტროლოგიის პრინციპებით ხომ ასეა, სადაც არის დასასრული, სწორედ იქვე გვეძლევა, რაღაც ახლის დაწყების შესაძლებლობა.
დაბადებული 22 მარტს
22 მარტს დაბადებული ადამიანები, ფიცხები და უზომოდ ამბიციურები არიან. მათ გააჩნიათ საკუთარი თავის კოლოსალური რწმენა და იშვიათად თუ ვინმე გადაახვევინებს იმ გზიდან, რომელსაც რაიმე კონკრეტული მიზეზით თავად ირჩევენ ცხოვრებაში. თუმცა, ამ ადამიანებმა უნდა გაითვალისწინონ, ის რომ ამგვარი უაპელაციო სიჯიუტე, ხშირად შეიძლება გახდეს მათი ხასიათის დესპოტურობისკენ განვითარების მიზეზი, რამაც შესაძლოა მათ ბევრი ახლობელი დააკარგვინოთ.