– საწყისისა და დასასრულის აღმნიშვნელ ნიშნებს – ვერძსა და თევზებს აერთიანებს. ასტროლოგიის პრინციპებით ხომ ასეა, სადაც არის დასასრული, სწორედ იქვე გვეძლევა, რაღაც ახლის დაწყების შესაძლებლობა.
დაბადებული 28 მარტს
28 მარტს დაბადებული ადამიანები ძალიან მეგობრულები არიან. ისინი ყოველთვის მზადყოფნას გამოთქვამენ საიმისოდ, რომ ნებისმიერს აღმოუჩინონ დახმარება ვინც მათგან ამგვარ საქციელს საჭიროებს. მათ აქვთ ძალიან კარგი ადაპტაციისა და ლავირების უნარი. თუმცა, ხშირად უჭირთ საკუთარი გრძნობების სწორად გამოხატვა, რაც პერიოდულად პრობლემების სათავე ხდება ამ ადამიანებისთვის.