გაცნობის კუთხით, გადავწყვიტე, დავიწყო მოკლე სტატიების ციკლი, რომელშიც ეტაპობრივად განვიხილავთ ამა თუ იმ დაავადების გამომწვევ მიზეზებს და მათი მკურნალობის გზებს პოზიტიური აზროვნების მეშვეობით.
ნებისმიერი ავადმყოფობა ჩვენი ცხოვრების წესის, ემოციური ფონისა და ნეგატიური/პოზიტიური აზროვნების შედეგია. თავად დაავადება კი, როგორც ასეთი, ბოლო სტადიას წარმოადგენს იმ პროცესისა, რომელსაც ადამიანი კოსმიური ჰარმონიის კანონების დარღვევის შედეგად იღებს. პირველ ეტაპზე ზიანდება ჩვენი მენტალური ნაწილი (აზროვნება, აღქმა), შემდგომ ამისა კი ფიზიკური სხეული. მკურნალობა კი აუცილებელია კომპლექსურად – როგორც მენტალური, ისე ფიზიკური სიჯანსაღის აღსადგენად
ჰერპესი, სიფილისი
დაავადების გამომწვევი მიზეზები - ამ დაავადებებით ძირითადად ის ადამიანები იტანჯებიან, ვისაც გარკვეულწილად სადო-მაზოხისტური ფსიქიკა გააჩნია. მათში უფრო მეტად მაზოხიზმი სჭარბობს. რაც ხშირად გაუხარელი ბავშვობის, ნაადრევი, უიღბლო ქორწინების ან სექსუალური ცხოვრების სრული არქონის შედეგია.
პროფილაქტიკა და მკურნალობა - აუცილებელია საკუთარ თავში განავითაროთ აზრი, რომ ახალი პარტნიორი ტკივილის არ მოგაყენებთ. ზოგადად ისწავლეთ არასოდეს გააიგივოთ სიყვარული და ტანჯვა ერთმანეთთან.
ვირუსული ინფექციები
დაავადების გამომწვევი მიზეზები - თუკი მწვავე რესპირატორული ვირუსები, გრიპი, სურდო ხშირად გემართებათ ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია რუტინასა და მოსაწყენ საქმიანობას. ნაცრისფერი რეალობისადმი პროტესტს კი ორგანიზმი ვირუსების სახით გამოხატავს.
პროფილაქტიკა და მკურნალობა - ისწავლეთ წვრილმანებით ცხოვრების გახალისება და გახარება. ხშირად ეკონტაქტეთ ბავშვებსა და ცხოველებს.
წითელი მგლურა
დაავადების გამომწვევი მიზეზები - ბუნებით პესიმისტი, ბრძოლისუუნარო და ზედმეტად დამთმობი ადამიანების დაავადებაა. თუმცა, დათმობაზე ისინი არა ლოიალურობის, არამედ შინაგანი გაუბედავობის და სიმხდალის გამო მიდიან. ამიტომ გამუდმებით აგროვენებ გულში გაუცნობიერებლად წყენას და ბოღმას.
პროფილაქტიკა და მკურნალობა - ადამიანმა უნდა ისწავლოს საკუთარი პრინციპების დაცვა. არ უნდა შეეშინდეს, რომ ვინმე მასზე ძლიერია და მოერევა. უნდა გათავისუფლდნენ კომპლექსებისგან. მიეჩვიონ რისკს.