გაცნობის კუთხით, გადავწყვიტე, დავიწყო მოკლე სტატიების ციკლი, რომელშიც ეტაპობრივად განვიხილავთ ამა თუ იმ დაავადების გამომწვევ მიზეზებს და მათი მკურნალობის გზებს პოზიტიური აზროვნების მეშვეობით.
ნებისმიერი ავადმყოფობა ჩვენი ცხოვრების წესის, ემოციური ფონის და ნეგატიური/პოზიტიური აზროვნების შედეგია. თავად დაავადება კი როგორც ასეთი, ბოლო სტადიას წარმოადგენს იმ პროცესისა რომელსაც ადამიანი კოსმიური ჰარმონიის კანონების დარღვევის შედეგად იღებს. პირველ ეტაპზე ზიანდება ჩვენი მენტალური ნაწილი (აზროვნება, აღქმა), შემდგომ ამისა კი ფიზიკური სხეული. მკურნალობა კი აუცილებელია კომპლექსურად – როგორც მენტალური, ისე ფიზიკური სიჯანსაღის აღსადგენად.
ასთმა
დაავადების გამომწვევი მიზეზები – ასთმური შეტევები საკუთარი აზრის არმქონე, ზედმეტად ხათრიანი ხალხის დაავადებაა. ისინი ხშირად თრგუნავენ საკუთარ ემოციებს და სხვების მოთხოვნებს აყენებენ უფრო წინ ცხოვრებაში.
პროფილაქტიკა და მკურნალობა – უნდა ისწავლოთ თავაზიანი და მტკიცე ტონით "არას" თქმის ხელოვნება. თავად უნდა გადაწყვიტოთ ყველაფერი საკუთარ ცხოვრებაში. ნაკლებად უნდა მიაქციოთ ყურადღება რას ფიქრობს ხალხი.
ათეროსკლეროზი
დაავადების გამომწვევი მიზეზები – ზედმეტი სიჯიუტე. უაპელაციო პრინციპულობა. საკუთარი აზრის სხვის შეხედულებაზე მაღლა დაყენება. ლოიალურობის არქონა.
პროფილაქტიკა და მკურნალობა – ასეთ ადამიანს მოეთხოვება ისწავლოს თავმდაბლობა. სხვისი აზრის მოსმენა და გაანალიზება. მეტი დიპლომატია.
უნაყოფობა
დაავადების გამომწვევი მიზეზები – შიში ამა თუ იმ ცხოვრებისეული გამოცდილების მიღებისა. მათ შორის ოჯახური ცხოვრების და პირადი თავისუფლების დაკარგვის პანიკური შიში.
პროფილაქტიკა და მკურნალობა – ცხოვრებისეული პასუხისმგებლობის მშვიდად მიღება. მათი კანონზომიერად მიღება.