"პოზიტივოთერაპია" - როგორ განვკურნოთ ჩიყვი, ეგზემა, ეპილეფსია

"პოზიტივოთერაპია" - როგორ განვკურნოთ ჩიყვი, ეგზემა, ეპილეფსია

გადავწყვიტე, დავიწყო მოკლე სტატიების ციკლი, რომელშიც ეტაპობრივად განვიხილავთ ამა თუ იმ დაავადების გამომწვევ მიზეზებს და მათი მკურნალობის გზებს პოზიტიური აზროვნების მეშვეობით.

ნებისმიერი ავადმყოფობა ჩვენი ცხოვრების წესის, ემოციური ფონისა და ნეგატიური/პოზიტიური აზროვნების შედეგია. თავად დაავადება კი, როგორც ასეთი, ბოლო სტადიას წარმოადგენს იმ პროცესისა, რომელსაც ადამიანი კოსმიური ჰარმონიის კანონების დარღვევის შედეგად იღებს. პირველ ეტაპზე ზიანდება ჩვენი მენტალური ნაწილი (აზროვნება, აღქმა), შემდგომ ამისა კი ფიზიკური სხეული. მკურნალობა კი აუცილებელია კომპლექსურად – როგორც მენტალური, ისე ფიზიკური სიჯანსაღის აღსადგენად

ჩიყვი

დაავადების გამომწვევი მიზეზები - დაუცველობის სინდრომი. მუდმივი განცდა, რომ ფეხქვეშ ნიადაგი არ გაქვთ.

პროფილაქტიკა და მკურნალობა - ისწავლეთ შინაგანი წონასწორობის გამომუშავება. უნდა გააცნობიეროთ, რომ სიმშვიდის გარანტი თქვენთვის ვერავინ იქნება, საკუთარი თავის გარდა.

ეპილეფსია

დაავადების გამომწვევი მიზეზები - დევნის მანია. შურისმაძიებლის ინსტინქტი. ადამიანს უჭირს წყენისა და შეურაცხოფის პატიება. ყოველთვის პასუხობს აგრესიას აგრესიით.

პროფილაქტიკა და მკურნალობა - თავი მიაჩვიეთ პატიებას. მონახეთ რაიმე მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მიზანი ან ინტერესი, რომელშიც დახარჯავთ იმ უარყოფით მუხტს, რასაც თქვენში წყენა აგროვებს.

ეგზემა

დაავადების გამომწვევი მიზეზები - ბუნებით ანტაგონისტი ადამიანების დაავადებაა. მათ უმრავლესობას ახასიათებს დემაგოგიისკენ მიდრეკილება და ზღვარგადასული ამბიციურობა.

პროფილაქტიკა და მკურნალობა - ისწვალეთ სხვისი აზრის გათვალისწინება და პატივისცემა. ელემენტარულად მოუსმინეთ სხვებს. ყური დაუგდეთ რჩევებს, თუნდაც არ აპირებდეთ სამომავლოდ მათ გათვალისწინებას.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"