"პოზიტივოთერაპია" - როგორ განვკურნოთ დეპრესია, ალერგია, თრომბოზი

"პოზიტივოთერაპია" - როგორ განვკურნოთ დეპრესია, ალერგია, თრომბოზი

გადავწყვიტე, დავიწყო მოკლე სტატიების ციკლი, რომელშიც ეტაპობრივად განვიხილავთ ამა თუ იმ დაავადების გამომწვევ მიზეზებს და მათი მკურნალობის გზებს პოზიტიური აზროვნების მეშვეობით.

ნებისმიერი ავადმყოფობა ჩვენი ცხოვრების წესის, ემოციური ფონისა და ნეგატიური/პოზიტიური აზროვნების შედეგია. თავად დაავადება კი, როგორც ასეთი, ბოლო სტადიას წარმოადგენს იმ პროცესისა, რომელსაც ადამიანი კოსმიური ჰარმონიის კანონების დარღვევის შედეგად იღებს. პირველ ეტაპზე ზიანდება ჩვენი მენტალური ნაწილი (აზროვნება, აღქმა), შემდგომ ამისა კი ფიზიკური სხეული. მკურნალობა კი აუცილებელია კომპლექსურად – როგორც მენტალური, ისე ფიზიკური სიჯანსაღის აღსადგენად

სტრესი (მიდრეკილება დეპრესიისკენ)

დაავადების გამომწვევი მიზეზები - ბრმა რწმენა ვალდებულებების, აუცილებლობის, ბედისწერის გარდაუვალობის მიმართ. საზოგადოების მხრიდან ზეწოლის მიმართ არამდგრადობა.

პროფილაქტიკა და მკურნალობა - დიაჯერეთ, რომ თავისუფალი ადამიანი ხართ, როგორც სულით, ისე ხორცით. თქვენ ხართ საკუთარი ცხოვრების ბატონ-პატრონი. საჭე, რომლითაც თქვენი ბედისწერა იმართება თქვენსავე ხელშია.

ალერგია

დაავადების გამომწვევი მიზეზები - ზემგრძნობელობა. ემოციური კოლაფსი. მუდმივი დანაშაულის შეგრძნება, თვითკრიტიკისკენ მიდრეკილება.

პროფილაქტიკა და მკურნალობა - გააცნობიერეთ, რომ სრულფასოვანი ადამიანი ხართ. თავთან და გარესამყაროსთან ჰარმონიასა და თანხმობაში ცხოვრობთ.

კორონარული თრომბოზი

დაავადების გამომწვევი მიზეზები - ამგვარი დაავადება ძირითადად მერკანტილურ, მატერიალისტ ადამიანებს ემართებათ. ისინი ყველანაირ ცხოვრებისეულ სიამოვნებასა და სიხარულზე ამბობენ უარს კარიერისა და ფულის გამო.

პროფილაქტიკა და მკურნალობა - გახსენით თქვენი გული და ცნობიერება. შემოუშვით სიხარული თქვენში. გაიხარეთ მარტივი წვრილმანებით. მიეცით თავს უფლება ხანდახან დაუშვათ შეცდომებიც.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"