, გადავწყვიტე, დავიწყო მოკლე სტატიების ციკლი, რომელშიც ეტაპობრივად განვიხილავთ ამა თუ იმ დაავადების გამომწვევ მიზეზებს და მათი მკურნალობის გზებს პოზიტიური აზროვნების მეშვეობით.
ნებისმიერი ავადმყოფობა ჩვენი ცხოვრების წესის, ემოციური ფონისა და ნეგატიური/პოზიტიური აზროვნების შედეგია. თავად დაავადება კი, როგორც ასეთი, ბოლო სტადიას წარმოადგენს იმ პროცესისა, რომელსაც ადამიანი კოსმიური ჰარმონიის კანონების დარღვევის შედეგად იღებს. პირველ ეტაპზე ზიანდება ჩვენი მენტალური ნაწილი (აზროვნება, აღქმა), შემდგომ ამისა კი ფიზიკური სხეული. მკურნალობა კი აუცილებელია კომპლექსურად – როგორც მენტალური, ისე ფიზიკური სიჯანსაღის აღსადგენად
დეზინტერია
დაავადების გამომწვევი მიზეზები - ფარული წყენა და შიში. საკუთარი უკმაყოფილების გამოხატვის უუნარობა. შური.
პროფილაქტიკა და მკურნალობა - გათავისუფლდით ბრაზისგან. მოეშვით სხვების მიღწევების თქვენ წარმატებაზე "დატოლებას".
მენსტრუალური ციკლის დარღვევა ქალებში
დაავადების გამომწვევი მიზეზები - საკუთარი ქალურობის უარყოფა. ქალების მიმართ შური ან მტრული დამოკიდებულება.
პროფილაქტიკა და მკურნალობა - შეიყვარეთ საკუთარი სხეული. იზრუნეთ, რომ უფრო ქალური, ნაზი და დახვეწილი გახდეთ. იმეგობრეთ თქვენივე სქესის წარმომადგენლებთან.
ნეფრიტი – თირკმლის დაავადებები
დაავადების გამომწვევი მიზეზები - გადამეტებული სიამაყე, ეგოცენტრიზმი, მუდმივი ნერვიულობა საკუთარი პოზიციის შენარჩუნებაზე (ოჯახში, სამსახურში). წარსულის წარუმატებლობაზე ფიქრი.
პროფილაქტიკა და მკურნალობა - ნაკლებად იფიქრეთ დაშვებულ შეცდომებსა და შანსებზე, რომელიც ვერ გამოიყენეთ. შეეგუეთ ზოგჯერ მეორეხარისხოვან, მაგრამ საპატიო როლს. იყავით სასარგებლო სხვებისთვის.