"პოზიტივოთერაპია" - როგორ განვკურნოთ გასტრიტი, ჰიპერტონია

"პოზიტივოთერაპია"  -   როგორ განვკურნოთ გასტრიტი, ჰიპერტონია

გადავწყვიტე, დავიწყო მოკლე სტატიების ციკლი, რომელშიც ეტაპობრივად განვიხილავთ ამა თუ იმ დაავადების გამომწვევ მიზეზებს და მათი მკურნალობის გზებს პოზიტიური აზროვნების მეშვეობით.

ნებისმიერი ავადმყოფობა ჩვენი ცხოვრების წესის, ემოციური ფონისა და ნეგატიური/პოზიტიური აზროვნების შედეგია. თავად დაავადება კი, როგორც ასეთი, ბოლო სტადიას წარმოადგენს იმ პროცესისა, რომელსაც ადამიანი კოსმიური ჰარმონიის კანონების დარღვევის შედეგად იღებს. პირველ ეტაპზე ზიანდება ჩვენი მენტალური ნაწილი (აზროვნება, აღქმა), შემდგომ ამისა კი ფიზიკური სხეული. მკურნალობა კი აუცილებელია კომპლექსურად – როგორც მენტალური, ისე ფიზიკური სიჯანსაღის აღსადგენად

გასტრიტი

დაავადების გამომწვევი მიზეზები - მომავლის შიში. მუდმივი განცდა იმისა, რომ დაუცველი ხართ. უსუსურობის შეგრძნება.

პროფილაქტიკა და მკურნალობა -

ამ დაავადებით არასტაბილურ ოჯახში გაზრდილი ხალხი იტანჯება. მათთვის აუცილებელია საკუთარი მყურდო ბუდის მოწყობა. აუცილებლად უნდა იქცნენ საკუთარი თავის საყრდენად და სიმშვიდის "კრეატორად".

ჰიპერტონია

დაავადების გამომწვევი მიზეზები - ზედმეტად ფრთხილი, მერკანტილური და წესრიგის მოყვარული ხალხის დაავადებაა. მათ უმრავლესობას აშინებს რეჟიმიდან ამოვარდნა. უჭირთ სპონტანურობა.

პროფილაქტიკა და მკურნალობა - ზოგჯერ უბრალოდ მიჰყევით დინებას. ისწავლთ რისკი და ამ ფაქტით სიამოვნების მიღება. იყავით არასტანდარტული და სპონტანური.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"