ასტროლოგიის გაცნობის კუთხით, გადავწყვიტე, დავიწყო მოკლე სტატიების ციკლი, რომელშიც ეტაპობრივად განვიხილავთ ამა თუ იმ დაავადების გამომწვევ მიზეზებს და მათი მკურნალობის გზებს პოზიტიური აზროვნების მეშვეობით.
ნებისმიერი ავადმყოფობა ჩვენი ცხოვრების წესის, ემოციური ფონისა და ნეგატიური/პოზიტიური აზროვნების შედეგია. თავად დაავადება კი, როგორც ასეთი, ბოლო სტადიას წარმოადგენს იმ პროცესისა, რომელსაც ადამიანი კოსმიური ჰარმონიის კანონების დარღვევის შედეგად იღებს. პირველ ეტაპზე ზიანდება ჩვენი მენტალური ნაწილი (აზროვნება, აღქმა), შემდგომ ამისა კი ფიზიკური სხეული. მკურნალობა კი აუცილებელია კომპლექსურად – როგორც მენტალური, ისე ფიზიკური სიჯანსაღის აღსადგენად
ჰეპატიტი
დაავადების გამომწვევი მიზეზები – ცვლილებების პანიკური შიში. კომფორტის ზონის დათმობის უუნარობა. მიჩნეულია, რომ ზოგადად ღვიძლის პრობლემები ბოღმიანი და შურისმაძიებელი ხალხის დაავადებაა.
პროფილაქტიკა და მკურნალობა –
გაითავისუფლეთ ქვეცნობიერი ეჭვებისა და დაგროვილი წყენისაგან. შეეგუეთ, გეგმაზომიერ და ხშირ ცვლილებებს. დაკავდით ცხოვრების აქტიური წესით. ჩაერთეთ სპორტში.
ჩიყვი – ენდოკრინოლოგიური ფუნქციის მოშლილობა
დაავადების გამომწვევი მიზეზები – ჩიყვი "ნაცრისფერი", დაკომპლექსებული ადამიანების დაავადებაა. მათ უმრავლესობას გააჩნია ვერრეალიზებული ამბიციები და მუდმივი წყენა იმის გამო, რომ საზოგადოება ვერ ამჩნევს მის პიროვნებას. ვერ ხედავს მის ნიჭს და ღვაწლს.
პროფილაქტიკა და მკურნალობა –
იცხოვრეთ შესაძლებლობების ფარგლებში. ნებისმიერ საქმეში მაქსიმუმი ჩადეთ და წვრილმანების კეთებაშიც იპოვნით სიამოვნებას. მიიღეთ თქვენი თავი ისეთი, როგორიც ხართ. ასე სოციუმიც კეთილად განეწყობა თქვენდამი.
ასტიგმატიზმი – ოფთალმოლოგიური დაავადებები
დაავადების გამომწვევი მიზეზები –
ერთფეროვანი ცხოვრება. მუდმივი რუტინული შრომა, რომელსაც არ მოაქვს სიამოვნება. მომავლის შიში, რომლის გამოც ადამიანი ვერ აღწევს თავს ამ ჩაკეტილ წრეს. ფიქრები – "რომ არ ვიმუშაო, ხვალ შიმშილით მოვკვდები".
პროფილაქტიკა და მკურნალობა –
ისწავლეთ მეტი გამბედაობა და რისკი. შეცვალეთ ყოველდღიურობა. მონახეთ გამომუშავების ახალი გზები. გაიჩინეთ ჰობი.
კატარაქტა – ოფთალმოლოგიური დაავადებები
დაავადების გამომწვევი მიზეზები – შიში მომავლის წინაშე. ბუნდოვანი ხედვა რა არის ადამიანის მიზანი, რა სურს რომ აკეთოს ცხოვრებაში.
პროფილაქტიკა და მკურნალობა –
გააცნობიერეთ, რომ ცხოვრება ხანმოკლეა და არჩევანს თქვენ მაგივრად ვერავინ გააკეთებს. თვალი გაუსწორეთ რეალობას, ამ შემთხვევაში მომავალიც ნათელი გახდება თქვენთვის და ცხოვრების არსსაც იპოვნით.