"პოზიტივოთერაპია" - როგორ განვკურნოთ ჰიპერტონია, ლარინგიტი, ლიმფომა

"პოზიტივოთერაპია"  -   როგორ განვკურნოთ ჰიპერტონია, ლარინგიტი, ლიმფომა

გადავწყვიტე, დავიწყო მოკლე სტატიების ციკლი, რომელშიც ეტაპობრივად განვიხილავთ ამა თუ იმ დაავადების გამომწვევ მიზეზებს და მათი მკურნალობის გზებს პოზიტიური აზროვნების მეშვეობით.

ნებისმიერი ავადმყოფობა ჩვენი ცხოვრების წესის, ემოციური ფონისა და ნეგატიური/პოზიტიური აზროვნების შედეგია. თავად დაავადება კი, როგორც ასეთი, ბოლო სტადიას წარმოადგენს იმ პროცესისა, რომელსაც ადამიანი კოსმიური ჰარმონიის კანონების დარღვევის შედეგად იღებს. პირველ ეტაპზე ზიანდება ჩვენი მენტალური ნაწილი (აზროვნება, აღქმა), შემდგომ ამისა კი ფიზიკური სხეული. მკურნალობა კი აუცილებელია კომპლექსურად – როგორც მენტალური, ისე ფიზიკური სიჯანსაღის აღსადგენად

ჰიპერტონია

დაავადების გამომწვევი მიზეზები - ჰიპერტონია, ბავშვობაში მშობლების სითბოს დეფიციტის მქონე ადამიანების დაავადებაა. მისი გამომწვევი მიზეზებია ასევე პესიმიზმი, დაბალი თვითშეფასება. ზედმეტი თვითკრიტიკულობა.

პროფილაქტიკა და მკურნალობა - თავად დაათბეთ ურთიერთობა მშობლებთან დიდ ასაკში. იყავით კარგი მშობელი თავად. გაეცით მაქსიმალური სითბო. ირწმუნეთ საკუთარი შესაძლებლობების.

ლარინგიტი

დაავადების გამომწვევი მიზეზები - წყენა, რომელიც გამოუთქმელია და გულზე გვაწევს. შიში, რომელიც გვაიძულებს არ დავაფიქსიროთ ჩვენი შეხედულებები ღიად და აშკარად.

პროფილაქტიკა და მკურნალობა - იყავით უფრო პირდაპირი. მოითხოვეთ ის, რაც თქვენია და რეალურად იმსახურებთ. მოეშვით სხვების მაამებლობაში ცხოვრებას.

ლიმფომა

დაავადების გამომწვევი მიზეზები - ამგვარი დაავადების მიზეზი არის ის, რომ ადამიანს არასწორად აქვს განაწილებული ცხოვრებისეული პრიორიტეტები. როგორც წესი, იგი მეორეხარისხოვან მოვლენებზე უფრო მეტად ორიენტირდება.

პროფილაქტიკა და მკურნალობა - უნდა ისწავლოთ რეალური ფასეულობების დანახვა. მეტი იზრუნოთ ოჯახის წევრებზე და ბავშვებზე. აკეთოთ სიკეთე უანგაროდ.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"