გადავწყვიტე, დავიწყო მოკლე სტატიების ციკლი, რომელშიც ეტაპობრივად განვიხილავთ ამა თუ იმ დაავადების გამომწვევ მიზეზებს და მათი მკურნალობის გზებს პოზიტიური აზროვნების მეშვეობით.
ნებისმიერი ავადმყოფობა ჩვენი ცხოვრების წესის, ემოციური ფონისა და ნეგატიური/პოზიტიური აზროვნების შედეგია. თავად დაავადება კი, როგორც ასეთი, ბოლო სტადიას წარმოადგენს იმ პროცესისა, რომელსაც ადამიანი კოსმიური ჰარმონიის კანონების დარღვევის შედეგად იღებს. პირველ ეტაპზე ზიანდება ჩვენი მენტალური ნაწილი (აზროვნება, აღქმა), შემდგომ ამისა კი ფიზიკური სხეული. მკურნალობა კი აუცილებელია კომპლექსურად – როგორც მენტალური, ისე ფიზიკური სიჯანსაღის აღსადგენად
კუჭის წყლული
დაავადების გამომწვევი მიზეზები - მომავლის ქრონიკული შიში. სიახლის მიღების უუნარობა. კუჭის წყლული, ზოგადად წარსულზე "ჩაციკლული" ადამიანების დაავადებაა.
პროფილაქტიკა და მკურნალობა - ისწავლეთ სიახლის მიღება. გადადგით ნაბიჯი მომავლისკენ იმედითა და ოპტიმიზმით.
ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, შეშუპება, სითხის ბალანსის მოშლა
დაავადების გამომწვევი მიზეზები -
ასეთ ადამიანებს ყოველთვის აქვთ ვინმეს (რაიმეს) დაკარგვის მუდმივი და ქრონიკული შიში. ხშირად ეს არის სტაბილური სამსახური ან მეუღლე, რომლის სიყვარულშიც ბოლომდე არასოდეს არიან დარწმუნებულნი.
პროფილაქტიკა და მკურნალობა - ნუ შეგეშინდებათ დანაკარგების. სამყარო კანონზომიერია, როცა ერთი კარი იხურება, მეორე იღება ახალი შესაძლებლობების დასანახად.
ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია – "ბაზედოვის დაავადება"
დაავადების გამომწვევი მიზეზები - შინაგანი ბრაზი და ბოღმა იმის გამო, რომ ცხოვრებაში ისე არ ლაგდება ყველაფერი, როგორც ადამიანს სურს. წყენა მშობლების, და-ძმების, ახლობლების მიმართ (ადამიანს მიაჩნია, რომ ისინი არიან მიზეზი იმისა, რომ მას წინსვლის საშუალება არ ეძლევა). არასრულფასოვნების კომპლექსი.
პროფილაქტიკა და მკურნალობა - დააფასეთ და მიიღეთ გარშემო მყოფები საკუთარი ღირსებითა და ნაკლით. წარუმატებლობის მიზეზი საკუთარ თავში მონახეთ. აიმაღლეთ თვითშეფასება, დაეხმარეთ სხვებს. გახდით საჭირო და აუცილებელი ადამიანი.