"პოზიტივოთერაპია" - როგორ განვკურნოთ ნეფრიტი, რევმატიზმი

"პოზიტივოთერაპია"  -   როგორ განვკურნოთ ნეფრიტი, რევმატიზმი

გადავწყვიტე, დავიწყო მოკლე სტატიების ციკლი, რომელშიც ეტაპობრივად განვიხილავთ ამა თუ იმ დაავადების გამომწვევ მიზეზებს და მათი მკურნალობის გზებს პოზიტიური აზროვნების მეშვეობით.

ნებისმიერი ავადმყოფობა ჩვენი ცხოვრების წესის, ემოციური ფონისა და ნეგატიური/პოზიტიური აზროვნების შედეგია. თავად დაავადება კი, როგორც ასეთი, ბოლო სტადიას წარმოადგენს იმ პროცესისა, რომელსაც ადამიანი კოსმიური ჰარმონიის კანონების დარღვევის შედეგად იღებს. პირველ ეტაპზე ზიანდება ჩვენი მენტალური ნაწილი (აზროვნება, აღქმა), შემდგომ ამისა კი ფიზიკური სხეული. მკურნალობა კი აუცილებელია კომპლექსურად – როგორც მენტალური, ისე ფიზიკური სიჯანსაღის აღსადგენად

ნეფრიტი

დაავადების გამომწვევი მიზეზები - ზედმეტად მძაფრი და მტკივნეული რეაქცია იმედის გაცრუების ან წარუმატებლობის შემთხვევაში. ხანგრძლივი დარდი და კომპლექსები ამის გამო.

პროფილაქტიკა და მკურნალობა - იზრუნეთ იმაზე, რომ აიმაღლოთ თვითრწმენა. არასოდეს გააკრიტიკოთ თავი ჩადენილი ქმედებების გამო. იყავით თვითშემწყნარებელი.

რევმატიზმი

დაავადების გამომწვევი მიზეზები - მომავლის შიში, პესიმისტური განწყობა. სიზარმაცე და თვითშეფასების დაბალი კოეფიციენტი.

პროფილაქტიკა და მკურნალობა - ირწმუნეთ მომავლის და საკუთარი შესაძლებლობების. გათავისუფლდით წარსულისგან.

მავნე ჩვევა – ფრჩხილების კვნეტა

დაავადების გამომწვევი მიზეზები -

მსგავსი პრობლემები აწუხებთ ადამიანებს, რომელთაც მიდრეკილება აქვთ თვითგანადგურებისკენ. ხშირად მათ გააჩნიათ ერთ-ერთი მშობლის მიმართ ფარული ან ღია აგრესია.

პროფილაქტიკა და მკურნალობა - გაარკვიეთ და დაათბეთ ურთიერთობა მშობლებთან. შეიყვარეთ და მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"