"პოზიტივოთერაპია" - როგორ განვკურნოთ სახის კანის პრობლემები, შაკიკი, საშვილოსნოს პათოლოგია

"პოზიტივოთერაპია"  -   როგორ განვკურნოთ სახის კანის პრობლემები, შაკიკი, საშვილოსნოს პათოლოგია

გადავწყვიტე, დავიწყო მოკლე სტატიების ციკლი, რომელშიც ეტაპობრივად განვიხილავთ ამა თუ იმ დაავადების გამომწვევ მიზეზებს და მათი მკურნალობის გზებს პოზიტიური აზროვნების მეშვეობით.

ნებისმიერი ავადმყოფობა ჩვენი ცხოვრების წესის, ემოციური ფონისა და ნეგატიური/პოზიტიური აზროვნების შედეგია. თავად დაავადება კი, როგორც ასეთი, ბოლო სტადიას წარმოადგენს იმ პროცესისა, რომელსაც ადამიანი კოსმიური ჰარმონიის კანონების დარღვევის შედეგად იღებს. პირველ ეტაპზე ზიანდება ჩვენი მენტალური ნაწილი (აზროვნება, აღქმა), შემდგომ ამისა კი ფიზიკური სხეული. მკურნალობა კი აუცილებელია კომპლექსურად – როგორც მენტალური, ისე ფიზიკური სიჯანსაღის აღსადგენად

სახის კანის პრობლემები

დაავადების გამომწვევი მიზეზები - თვითგამოხატვის უუნარო და დაკომპლექსებული ადამიანების დაავადებაა. ასეთ ხალხს აქვს დაბალი თვითშეფასება ან ზედმეტი თვითკრიტიკულობა ახასიათებთ საკუთარი თავის მიმართ.

პროფილაქტიკა და მკურნალობა - მიიღეთ და შეიყვარეთ საკუთარი თავი. მაქსიმალურად ეკონტაქტეთ ისეთ ხალხს, ვინც თქვენში ბუნებრიობას აფასებს. იცხოვრეთ უნიღბოდ.

საშვილოსნოს პათოლოგიები

დაავადების გამომწვევი მიზეზები - ამგვარი პრობლემები ძირითადად აწუხებთ ქალებს, რომელთაც საკუთარი სექსუალურობის მიმართ ეჭვები გააჩნიათ. მათ მუდმივად აქვთ განცდა იმისა, რომ პარტნიორი უღალატებს და სხვასთან წავა.

პროფილაქტიკა და მკურნალობა - შეისწავლეთ საკუთარი სხეული, გაინებივრეთ თავი სხვადასხვა სახის პროცედურებით, მასაჟით. ატარეთ სექსუალური სამოსი, დეკოლტირებული ბლუზები და მოკლე ქვედაკაბები.

შაკიკი

დაავადების გამომწვევი მიზეზები - შაკიკით ძირითადად ისეთი ადამიანები იტანჯებიან, ვისაც უჭირს სხვის ქვეშევრდომობას დაემორჩილოს (ოჯახში მეუღლის, სამსახურში – უფროსის) თუმცა, უკმაყოფილების გამოხატვა ერიდება ან რცხვენია.

პროფილაქტიკა და მკურნალობა - ისწავლეთ დიპლომატიური მეთოდებით საკუთარი უკმაყოფილების დაფიქსირება. შეეცადეთ დაქვემდებარებულის როლში ყოფნას დადებითი ახსნა მოუძებნოთ – თქვენ ხომ ასე გუნდური მოთამაშის როლს სწავლობთ.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"