"პოზიტივოთერაპია" - როგორ განვკურნოთ სქოლიოზი, კოლიტი, ტუბერკულოზი

"პოზიტივოთერაპია"  -   როგორ განვკურნოთ სქოლიოზი, კოლიტი, ტუბერკულოზი

გადავწყვიტე, დავიწყო მოკლე სტატიების ციკლი, რომელშიც ეტაპობრივად განვიხილავთ ამა თუ იმ დაავადების გამომწვევ მიზეზებს და მათი მკურნალობის გზებს პოზიტიური აზროვნების მეშვეობით.

ნებისმიერი ავადმყოფობა ჩვენი ცხოვრების წესის, ემოციური ფონისა და ნეგატიური/პოზიტიური აზროვნების შედეგია. თავად დაავადება კი, როგორც ასეთი, ბოლო სტადიას წარმოადგენს იმ პროცესისა, რომელსაც ადამიანი კოსმიური ჰარმონიის კანონების დარღვევის შედეგად იღებს. პირველ ეტაპზე ზიანდება ჩვენი მენტალური ნაწილი (აზროვნება, აღქმა), შემდგომ ამისა კი ფიზიკური სხეული. მკურნალობა კი აუცილებელია კომპლექსურად – როგორც მენტალური, ისე ფიზიკური სიჯანსაღის აღსადგენად

სქოლიოზი

დაავადების გამოწვევი მიზეზები - მუდმივი გონებრივი დატვირთვა. ზეპუნქტუალიზმი. მუდმივი შიში პასუხისმგებლობების წინაშე.

პროფილაქტიკა და მკურნალობა - მიეცით თავს დასვენების უფლება. თქვენი გონება უნდა "გაანიავოთ" უწყინარი სისულელეებით. იკითხეთ მსუბუქი რომანები, იჭორავეთ ბევრი მეგობრებთან ერთად.

კოლიტი

დაავადების გამომწვევი მიზეზები - წლების მანძილზე დაგროვილი წყენა და დარდი კეტავს ორგანიზმში არასასურველი წიდების გამოყოფის პროცესს. ადამიანი გამუდმებით იქექება წარსულში, არ უშვებს საკუთარ ცხოვრებაში აწმყოს და მომავალს.

პროფილაქტიკა და მკურნალობა - გათავისუფლდით წარსულისგან. აპატიეთ საკუთარ თავს და შესაბამისად სხვებსაც. იცხოვრეთ აწმყოში, იფიქრეთ მომავალზე.

ტუბერკულოზი

დაავადების გამომწვევი მიზეზები - ეგოიზმის დიდი დონე. მუდმივი ფიქრი საკუთარ სიამოვნებაზე. სასტიკი აზრები. შურისძიებისკენ მიდრეკილი ბუნება.

პროფილაქტიკა და მკურნალობა - საკუთარი თავის სიყვარულს მხოლოდ სხვების სიყვარულით ისწავლით. თქვენი დაავადების განკურნება კი მხოლოდ ასე შეიძლება.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"