"პოზიტივოთერაპია" - როგორ განვკუროთ ფიბრომა, კისტა, ფლებიტი

"პოზიტივოთერაპია"  -   როგორ განვკუროთ ფიბრომა, კისტა, ფლებიტი

გადავწყვიტე, დავიწყო მოკლე სტატიების ციკლი, რომელშიც ეტაპობრივად განვიხილავთ ამა თუ იმ დაავადების გამომწვევ მიზეზებს და მათი მკურნალობის გზებს პოზიტიური აზროვნების მეშვეობით.

ნებისმიერი ავადმყოფობა ჩვენი ცხოვრების წესის, ემოციური ფონისა და ნეგატიური/პოზიტიური აზროვნების შედეგია. თავად დაავადება კი, როგორც ასეთი, ბოლო სტადიას წარმოადგენს იმ პროცესისა, რომელსაც ადამიანი კოსმიური ჰარმონიის კანონების დარღვევის შედეგად იღებს. პირველ ეტაპზე ზიანდება ჩვენი მენტალური ნაწილი (აზროვნება, აღქმა), შემდგომ ამისა კი ფიზიკური სხეული. მკურნალობა კი აუცილებელია კომპლექსურად – როგორც მენტალური, ისე ფიზიკური სიჯანსაღის აღსადგენად

ფიბრომა, კისტა

დაავადების გამომწვევი მიზეზები - დაავადება ძირითადად ისეთ ქალებში ფიქსირდება, ვისაც წლების მანძილზე უწევდა მეუღლისგან დამცირების (ფსიქოლოგიური, ფიზიკური) ატანა. ქალურ თავმოყვარეობაზე დარტყმა, პარტნიორის მხრიდან მის ფიზიკურ ნაკლზე ხაზგასმა (რა მსუქანი ხარ, რატომ ხარ ასეთი გამხდარი და ა.შ.).

პროფილაქტიკა და მკურნალობა - მოახერხეთ და აპატიეთ. შეიყვარეთ და სულ სხვა კუთხით დაინახეთ საკუთარი თავი, საკუთარი გარეგნობა და სხეული. თავი გაინებივრეთ ლამაზი ნივთებით, ტანსაცმლით, კოსმეტიკით.

ფლებიტი (ვენის კედლის ანთება)

დაავადების გამომწვევი მიზეზები - ხშირი იმედგაცრუება ადამიანებში. ზედმეტის მოლოდინი. მუდმივი მოთხოვნილებამ რომ სხვებს გადააბაროთ საკუთარი საქმეები და პრობლემები.

პროფილაქტიკა და მკურნალობა - ისწავლეთ საკუთარ ფეხზე მყარად დგომა. იქეთ გახდით დასაყრდენი გარშემომყოფთათვის.

ფრიგიდულობა (სექსუალური დისფუნქცია)

დაავადების გამომწვევი მიზეზები - ცხოვრების შიში და მუდმივი ფიქრი მოვალეობებზე. ბავშვობაში მამასთან ცივი ან გულგრილი დამოკიდებულება.

პროფილაქტიკა და მკურნალობა - შეიყვარეთ თქვენი სხეული. მიანიჭეთ მას სიამოვნება. დააფასეთ, რომ ქალი ხართ. იყავით ბედნიერი ამ ფაქტით.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"