სტატიების ციკლი, რომელშიც ეტაპობრივად განვიხილავთ ამა თუ იმ დაავადების გამომწვევ მიზეზებს და მათი მკურნალობის გზებს პოზიტიური აზროვნების მეშვეობით.
ნებისმიერი ავადმყოფობა ჩვენი ცხოვრების წესის, ემოციური ფონისა და ნეგატიური/პოზიტიური აზროვნების შედეგია. თავად დაავადება კი, როგორც ასეთი, ბოლო სტადიას წარმოადგენს იმ პროცესისა, რომელსაც ადამიანი კოსმიური ჰარმონიის კანონების დარღვევის შედეგად იღებს. პირველ ეტაპზე ზიანდება ჩვენი მენტალური ნაწილი (აზროვნება, აღქმა), შემდგომ ამისა კი ფიზიკური სხეული. მკურნალობა კი აუცილებელია კომპლექსურად – როგორც მენტალური, ისე ფიზიკური სიჯანსაღის აღსადგენად
სიბრძნის კბილი და მასთან დაკავშირებული გართულებები
დაავადების გამომწვევი მიზეზები - ეს პრობლემა ძირითადად ინფანტილური ხასიათის ადამიანებს აწუხებთ. მათ უმრავლესობას არ შეუძლია პასუხისმგებლობის აღება როგორც საკუთარ ქმედებებზე, ისე სხვების დასაცავად. ცვალებადობა და მუდმივი მაძიებლობა ახასიათებთ.
პროფილაქტიკა და მკურნალობა - ისწავლეთ სხვებზე მზრუნველობა და ნუ გეშინიათ პასუხისმგებლობის. შეეცადეთ უფრო სერიოზულად შეხედოთ ცხოვრებისეულ მოვლენებს. მოეშვით ოცნებას.
სიმსუქნე
დაავადების გამომწვევი მიზეზები - მომავლის მუდმივი შიში იმისა, დაუცველობის შეგრძნება, უმწეობის განცდა. საკუთარი პიროვნების მიუღებლობა. მიზნისკენ სწრაფვის უუნარობა და პესიმიზმი.
პროფილაქტიკა და მკურნალობა - შინაგანი წონასწორობის მოძიება ჰობის, საყვარელი საქმიანობის ახალი ინტერესების მონახვის მეშვეობით. სხვებზე ზრუნვა (თუნდაც ცხოველებზე, მცენარეების მოვლა) და ამ გზით საკუთარი უმწეობის განცდის დაძლევა.
იმპოტენცია
დაავადების გამომწვევი მიზეზები - პარტნიორის მიმართ ბრაზი, წყენა, ბოღმა. სოციალურ-ეთიკური ნორმების მიმართ შინაგანი პროტესტი და დაუმორჩილებლობა. ვალდებულებები და მოვალეობები, რომელიც ადამიანს სულიერად ამძიმებს.
პროფილაქტიკა და მკურნალობა - იმპოტენცია ორმაგი სტანდარტებით მცხოვრები, მერყევი ადამიანების დაავადებაა. ამიტომ აუცილებელია მის განსაკურნად ინდივიდმა კარგად გააცნობიეროს რა სურს მას და რას ავალდებულებს სოციუმი. წინა პლანზე უნდა წამოსწიოს საკუთარი სურვილები და მოიშოროს ამ კუთხით უხერხულობის ან დანაშაულის განცდა.