ავტორი:

"ყველაფერი, რასაც ამ თვეში დაიწყებთ, წარმატებას მოგიტანთ მომავალში. წარმოიდგინეთ, როგორია თქვენი ცხოვრება 5 წლის შემდეგ..." - რას გვირჩევს ასტროლოგი ახალმთვარეობის მიხედვით

"ყველაფერი, რასაც ამ თვეში დაიწყებთ, წარმატებას მოგიტანთ მომავალში. წარმოიდგინეთ, როგორია თქვენი ცხოვრება 5 წლის შემდეგ..." - რას გვირჩევს ასტროლოგი ახალმთვარეობის მიხედვით

რას მოგიტანთ აგვისტოს ახალმთვარეობა ლომში. პროგნოზის მიხედვით დაგეგმეთ თქვენი ცხოვრება, რათა მთვარის ამ თვეში უკეთ შეძლოთ თქვენი მიზნებისა და სურვილების განხორციელება. პროგნოზი წაიკითხეთ თქვენი ასცენდენტისა და მზის ნიშნის მიხედვით.

ვერძი

თვითრეალიზების, შემოქმედებითი იდეების განხორციელების შესაძლებლობა მოგეცემათ. გაიხსენეთ ჰობი. მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. მოაწყვეთ დღესასწაულები, არ გამოაკლდეთ წვეულებებს. გაინებივრეთ თავი საჩუქრებითა და სიურპრიზებით. აგვისტო თავს დაგამახსოვრებთ რომანტიკული შეხვედრებით, ფლირტით, თავგადასავლებით. მარტოხელებს გელით საინტერესო შეხვედრა. გამონახეთ დრო ბავშვებისთვის, მოუწყვეთ მათ მოგზაურობა, ქვესტი.

კურო

ლომი მოგიწოდებთ, მეტი დრო და ენერგია დაახარჯოთ საოჯახო საქმეებს. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მშობლებთან, დედასთან. იზრუნეთ, რომ თქვენი სახლი, აგარაკი იყოს სუფთა, ჰარმონიული, კომფორტული თქვენთვის. მზრუნველობას და სიყვარულს ნუ მოაკლებთ ოჯახის წევრებს. მოაწყვეთ ოჯახური შეხვედრები აგარაკზე ან თუნდაც, ონლაინ. შვილებს მოუყევით წინაპრების შესახებ. გადაიფორმეთ უძრავი ქონება.

ტყუპი

გააუმჯობესეთ დამოკიდებულება დედმამიშვილებთან. კარგი იქნება, თუ ერთად დაისვენეთ. არ იკამათოთ მეზობლებთან, დაუმეგობრდით მათ. კარგ შედეგს მოგიტანთ ახალი ცოდნის მიღება. გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს. მოგიწევთ ტექსტებთან, სიტყვასთან მუშაობა. კარგ შედეგს მოგიტანთ ყიდვა-გაყიდვა, პიარი. გამოიყენეთ თქვენი საქმიანობისთვის ინტერნეტი. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ძველ და ახალ კლიენტებთან. მოიმატებს კომუნიკაციები.

კირჩხიბი

თვის მთავარი საზრუნავი ფული და ფინანსური დოკუმენტებია. დაფიქრდით, რა წყაროებით იღებთ ფულს და რა საშუალებებით გსურთ, რომ მომავალში მიიღოთ. იქნებ, დროა, რომ თქვენი ცოდნა ფულად აქციოთ. გამორიცხული არაა, დაიწყოთ პედაგოგობა, ლექტორობა. ზოგიერთი გადაწყვეტს, ფული დააბანდოს ძვირად ღირებულ ნივთებში ან საკუთარი თავი გაინებივროს ძვირფასი შენაძენებით. ზოგიც სარფიან ფინანსურ ხელშეკრულებას გააფორმებთ.

ლომი

დროა, საკუთარი თავზე იფიქროთ, გაინებივროთ თავი. გაიუმჯობესეთ იმიჯი, სტილი. შეიცვალეთ გარეგნობა, განაახლეთ გარდერობი, რა თქმა უნდა, მეფურად. ნუ დაგენანებათ ფული ძვირად ღირებულ აქსესუარებში და ყველაფერ იმაში, რაც თქვენ მოგანიჭებთ სიამოვნებას. დაისახეთ ახალი მიზნები, დაიწყეთ ახალ პროექტებზე მუშაობა. ყველაფერი რასაც ამ თვეში დაიწყებთ, წარმატებას მოგიტანთ მომავალში.

ქალწული

მიეცით საკუთარ თავს დასვენების, სიმშვიდეში ყოფნის უფლება. არ გადაიტვირთოთ არც გონებრივად დ არც ფიზიკურად. ესტუმრეთ ადგილებს, სადაც ენერგიით დაიმუხტებით; დაისვენეთ ზღვის სანაპიროზე. კარგია წყალთან კონტაქტი. გადახედეთ წარსულს, რა მოგიტანათ ამ წელამ თქვენი დაბადების დღის შემდეგ დღემდე. დაფიქრდით, რისი მიღწევა გსურთ, სად უნდა გავითარდეთ, რას უნდა დაემშვიდობოთ. დააგროვეთ ენერგია, მომდევნო ახალმთვარეობა თქვენს ნიშანში იქნება და მზად უნდა იყოთ აქტიური მოქმედებისთვის.

სასწორი

ლომში ახალმთვარეობა მოგიწოდებთ, გადახედოთ თქვენს სურვილებს, მიზნებს, დაისახოთ მომავალი. გასაზღვრეთ, როგორ გსურთ მომავალში ცხოვრება. წარმოიდგინეთ, რას გსურთ, რომ მიაღწიოთ 5 წლის შემდეგ და რა უნდა გააკეთოთ დღეს ამისთვის. გადახედეთ გარემოცვას, თანამოაზრეებს, მეგობრებს ვისი დახმარების იმედი უნდა გქონდეთ. თამამად გამოიყენეთ ინტერნეტი წინსვლისა და წარმატებისთვის.

მორიელი წაიკითხეთ სრულად