ცელქი და აქტიური უნდა იყოს. თუმცა ხშირად, მშობლის სურვილი და ბავშვის ხასიათი სულაც არ ემთხვევა ერთმანეთს და ბევრ მათგანს აგდებს საგონებელში თავისი შვილის პასიური, მორცხვი და ასოციალური ხასიათი. ხშირად საპირისპიროდაც ხდება - ბავშვი იმდენად ჰიპერაქტიურია, რომ მთელი ოჯახი ქანცგამოცლილი დასდევს... ასტროლოგები თვლიან, რომ იმის მიხედვით, თუ რომელ ზოდიაქოს ნიშანზე იბადება პატარა ადამიანი, მარტივია იმის განსაზღვრა, როგორი ფსიქოლოგიური მახასიათებლები და დინამიურობა ექნება მას ხასიათში.
ასე მაგალითად: ყველაზე მოუსვენარი, კომუნიკაბელური, სოციალურად აქტიური და ცელქი ბავშვები ცეცხლის და ჰაერის ნიშნით იბადებიან. ამიტომ, თუ თქვენ ვერძის, ტყუპის, ლომის, მერწყულის, მშვილდოსნის ან სასწორის მშობელი ხართ უნდა იცოდეთ, რომ თქვენი შვილის სიანცეს საზღვარი არ ექნება. ასეთი ბავშვები ძალიან კომუნიკაბელურები, ცნობისმოყვარეები და კრეატიულები არიან. ამ ყველაფერთან ერთად კი მათ აქვთ გამოკვეთილი ლიდერული თვისებები და მარტივად შეუძლიათ, თანატოლებს შორის წამყვანი პოზიცია დაიკავონ თამაშისას. ერთადერთი, რაც თქვენ მოგეთხოვებათ არის ის, რომ ასწავლოთ თქვენს შვილს მეტი ტოლერანტობა შედარებით უფრო პასიური, მორცხვი მეგობრების მიმართ.
მაგრამ, იმ შემთხვევაში თუ თქვენ წყლის ან მიწის სტიქიის ტიპური წარმომადგენელის მშობელი ხართ - ანუ კირჩხიბის, კუროს, მორიელის, ქალწულის, თევზების ან თხის რქის, უნდა იცოდეთ, რომ ამგვარი ბავშვები რთულად და ნელა ადაპტირებენ ახალ გარემოში. მათ უმეტესობას უჭირს მოულოდნელ ცვლილებებთან შეგუება და სწავლის მხრივაც, ნელ-ნელა მიიწევენ წინ. სამაგიეროდ, მათ აქვთ ერთი უნიკალური თვისება - არიან საოცრად სტაბილურები დიდ ასაკში და ზუსტად ასეთი შვილის იმედი შეგიძლიათ იქონიოთ სამომავლოდ მოხუცებულობის ასაკში. გწამდეთ, ის თქვენს ამაგასა და ყურადღებას ათმაგი სიყვარულითა და პატივისცემით გადაიხდის.