რა არის პირადი ჰოროსკოპი და რატომაა საჭირო მისი ცოდნა?

რა არის პირადი ჰოროსკოპი და რატომაა საჭირო მისი ცოდნა?

იმისთვის, რომ პირადი ჰოროსკოპი შეადგინოთ, საჭიროა მიუთითოთ დაბადების თარიღი, დროისა და ადგილიც კი. ვინაიდან ზუსტად ერთსა და იმავე დროსა და ადგილას იშვიათად იბადებიან ადამიანები, თქვენი პირადი ჰოროსკოპი სრულიად უნიკალურია. აქვე დავძენ, რომ რა თქმა უნდა, შეიძლება გყავდეთ ასტროლოგიური ტყუპისცალი.

პირად ჰოროსკოპში მზე, მთვარე, სხვა პლანეტები და ასცენდენტი (ჰორიზონტზე ამომავალი ნიშანი) მათი მდებარეობის მიხედვითაა (ზოდიაქოს ნიშნებში და სახლებში) განხილული. ამასთან ერთად, მასში მოცემულია პლანეტებს შორის ასპექტები. გამორიცხული არ არის თქვენი პირადი ჰოროსკოპის გაცნობისას, საკუთარ თავში ურთიერთსაპირისპირო თვისებები დაინახოთ. საქმე ისაა, რომ ჩვენში მრავალფეროვანი, ხანდახან ურთიერთგამომრიცხავი ენერგია არსებობს, სწორედ ეს იწვევს შინაგან ბრძოლებს. უკეთეს შემთხვევაში კი განსხვავებული ენერგიები ერთიმეორეს აბალანსებს.

პირადი ჰოროსკოპის კითხვისას გახსოვდეთ, რომ ის ენერგიები და თვისებები, რაც მასშია აღწერილი, დაბადებიდან თქვენი ნაწილია, მაგრამ რა გზით განავითარებთ მას, თქვენს არჩევანზეა დამოკიდებული. მნიშვნელოვან როლს თამაშობს თქვენი ასაკი, სქესი, ეკონომიკური  მდგომარეობა, განათლება, გარემო-პირობები, განვითარების ეტაპზე და ა.შ. გახსოვდეთ, რომ პლანეტები არაფერს გვაიძულებენ, ისინი მხოლოდ სიტუაციებს ქმნიან და მიდრეკილებებს გვიჩენენ.

პირადი ჰოროსკოპის შედგენით თავიდან ბოლომდე შეისწავლით საკუთარ თავს და ცხოვრების დალაგებას მოახერხებთ.

Astrologia

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"