რადიკალური ცვლილებები ელით ფიქსირებულ ნიშნებს, ესენია: ლომი, მორიელი, მერწყული და კურო .
განსაკუთრებით, პირველ-მეორე დეკადაში დაბადებულ ადამიანებს. აგვისტოს დასაწყისში მერკური (გონებისა და ინტელექტის მმართველის პლანეტა) გასწორდება და ადამიანებს გაუადვილდებათ ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა.
აგვისტოს პირველ დღეს, ახალმთვარეობაზე შეგიძლიათ ჩაატაროთ საყოფაცხოვრებო მაგიის რიტუალები. ან ჩამოწერეთ ასასრულებელი სურვილების სია.
გარდა ამისა, აგვისტოს დასწყისში ვენერა-იუპიტერის პოზიტიური ასპექტი საშუალებას მოგცემთ გაიუმჯობესოთ მატერიალური შემოსავალი.
ახალმთვარეობიდან მეორე-მესამე დღე კარგია ახალი სამსახურის მოსაძებნად, კაპიტალდაბანდებებისთვის, ბიზნესის გასაფართოებლად.
თუ ღამით ვარსკვალავიანი ცის ყურება გიყვართ და დაინახავთ ჩამოვარდნილ ვარსკვლავს, აუცილებლად ჩაიფიქრეთ სურვილი. მართალია, ამ მოვლენას ასტროლოგიასთან კავშირი არა აქვს, მაგრამ ცნობილია, როგორც"პლაცებოს ეფექტი" - რაც უფრო მეტად გწამთ მინიშნებების, მით კარგად მუშაობენ ისინი.
სურვილების ასრულების და ბედნიერების თვე იყოს თქვენთვის აგვისტო.
სტატია მოამზადა რუსუდან გელაშვილმა