იმისათვის, რომ ერთნიშნა ციფრი მიიღოთ, მობილურის ნომრის ციფრები უნდა შეკრიბოთ. მაგალითად, თქვენი ნომერია: 567 11 22 33. ამრიგად: 5+6+7+1+1+2+2+3+3=30. ეს ციფრიც ერთნიშნამდე უნდა დავიყვანოთ: 3+0=3.
ერთნიშნამდე უნდა დაიყვანოთ ყველა ციფრი
1. პირადი ინიციატივისა და ენერგიის ციფრია. ასეთი ნომერის მფლობელი კარგად წარმართავს მოლაპარაკებებს საქმიან სფეროში. ის ადვილად მოაგვარებს შეხვედრებთან, პრეზენტაციებთან დაკავშირებულ საკითხებს.
2. ორიანი მსოფლიოს ყველა წერტილიდან იღებს ზარებს. ჰარმონიის, ურთიერთობის დამყარებისა და თანამშრომლობის ნიშანია. ერთი ტალღიდან მეორეზე მარტივად გადადის და არც კომფორტის შეგრძნებას კარგავს.
3. შემოქმედებითად აქტიური ადამიანის ციფრია. ის ბედნიერებასა და წარმატებას მოუტანს ჟურნალისტ, მსახიობ, სარეკლამო და ტურისტულ სფეროში მომუშავე მენეჯერს. გარდა ამისა, ის ადვილად შეათანხმებს გართობისა და მგზავრობის ინფორმაციებს.
4. მისი მიმართულებაა სამსახურებრივი წარმატება, ტერიტორიის კეთილმოწყობა, რემონტი და გადაზიდვა. ან ნომრის მფლობელი კარგად მოაგვარებს საოჯახო საკითხებსაც.