ავტორი:

როგორი იქნება მარტი მშვილდოსნებისთვის - გაზაფხულის პირველი თვის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორი იქნება მარტი მშვილდოსნებისთვის - გაზაფხულის პირველი თვის ასტროლოგიური პროგნოზი

გამონახეთ დრო საოჯახო საქმეების მოსაგვარებლად, ზოგიერთმა შეიძლება რემონტის დაწყება გადაწყვიტოთ ან თუ დაწყებული გაქვთ, დაასრულოთ. გახშირდება მიმოსვლები ნათესავებთან. უმეტესობა საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებათ. შეიძლება თქვენმა ერთ-ერთმა ნათესავმა გასახელოთ და ამაყი იყოთ მის გამო. ზოგიერთს მოგინდებათ ოჯახური ტრადიციების აღდგენა. იყავით მზრუნველი მშობლებისა და შვილების მიმართ.

სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

მარტის დასაწყისში გახშირებული იქნება საქმიანი, ნათესავური და მეგობრული შეხვედრები. ზოგიერთს მივლინებაც გელით. იყავით დაკვირვებული დოკუმენტების გაფორმებისას. საზოგადოებაში მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები და ინტელექტი. შეიძლება მოგინდეთ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ჩაწერა, ცოდნის გაღრმავება, ეს ყველაფერი იმისათვის, რომ სამსახურში წარმატებას მიაღწიოთ. 16 მარტიდან მეტად ჩაერთეთ საოჯახო ვალდებულებების შესრულებაში. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ნათესავებს შორის.

ფული და სიყვარული

სიყვარული და რომანტიკული თავგადასავლები გახდება მნიშვნელოვანი. მოგინდებათ ფლირტი, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესება. მარტოხელებს კი - დაწყვილება. შეყვარებულებმა შეიძლება ერთად ცხოვრება გადაწყვიტოთ. სხვათა შორის, კარგი თვეა ნიშნობისა და ჯვრისწერისთვის. სახლში შექმენით ჰარმონიული გარემო, რომ ყოველ საღამოს შინ მიგეჩქარებოდეთ. იზრუნეთ ასაკობრივ ნათესავებზე. ფული შეიძლება ნათესავებისგანაც მიიღოთ.

ჯანმრთელობა

ენერგიული და მიზანმიმართული ხართ, მოიმატებს სექსუალური ენერგია, მაგრამ ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან არც კი იკამათოთ, სხვა უსიამოვნება ხომ გამორიცხულია... მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას საქმიან პარტნიორებთანაც. ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი და აგრესიული გარშემო მყოფებისადმი. მარტში უნდა გაუფრთხილდეთ კბილებს, შარდ-სასქესო სისტემას.

13 მარტის შემდეგ იზრუნეთ ბინის კეთილდღეობაზე, მოაწესრიგეთ ყველა გაუმართაობა. შეიძინეთ ახალი ავეჯი ან გადაახალისეთ ძველი. ეცადეთ, ჰარმონია იყოს ოჯახის წევრებს შორის.

28 მარტის შემდეგ მოგინდებათ მეგობრული შეხვედრები, სოციალურ ქსელებში აქტიურობა. შეიძლება ზოგიერთი პროექტი მეგობრებთან, თანამოაზრეებთან ერთად განახორციელოთ. ზოგიერთმა შეიძლება დაასრულოთ სწავლა რაღაც ჯგუფში ან გადახვიდეთ ახალში. მიიღოთ შედეგი კოლეგებთან ერთად შესრულებულ საქმეებში.

მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ლომებისთვის - რა გელით გაზაფხულის პირველ თვეს

როგორი იქნება მარტის ვერძებისთვის - თვის ასტროპროგნოზი

როგორი იქნება მარტი მერწყულებისთვის - თვის ასტროლოგიური პროგნოზი