როგორ გამოვიყენოთ მთვარის ფაზები გასალამაზებლად და ახალგაზრდული იერის შესანარჩუნებლად?

როგორ გამოვიყენოთ მთვარის ფაზები გასალამაზებლად და ახალგაზრდული იერის შესანარჩუნებლად?

მთვარის ფაზები, კონკრეტულ ინფორმაციას მოიცავს და შესაბამის მოვლენებზე ახდენს გავლენას.

მისი გავლენა ადამიანის ორგანიზმზეც აისახება, თანაც საკმაოდ მკვეთრად, მოგეხსენებათ მთვარე სითხეების მმართველია - ადამიანის ორგანიზმი კი საკმაო რაოდენობით შეიცავს წყალს.

ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ ე.წ. "განტვირთვის დღეების" მოწყობა და დიეტის დაწყება, რეკომენდებულია მხოლოდ ახალი მთვარის ციკლის შემდეგ. ხოლო სავსემთვარეობისას ან მის წინა პერიოდში პირიქით - სასურველია მოვერიდოთ მძიმე საკვებს და უარი ვთქვათ ალკოჰოლზე.

Astrologia

სახის კანის მოსავლელად კლებადი მთვარის პერიოდია მიზანშეწონილი. მიჩნეულია, რომ მთვარის კლების დეკადაში ანთებითი პროცესების წარმოშობა და გართულებები ნაკლებად იჩენს თავს. ამიტომ სახის წმენდის პროცედურა ან პილინგი სასურველია ზუსტად ამ პერიოდებს დაამთხვიოთ.

ხოლო, რაც შეეხება კოსმეტიკურ ან პლასტიკურ ჩარევას სახის მიმდებარე ტერიტორიაზე (ბოტოკსი, პერმანენტული მაკიაჟის გაკეთება და ა.შ.) ეს ყველაფერი აჯობებს, ზრდადი მთვარის პერიოდში დაიგეგმოს. იმიტომ რომ, ასეთ დროს ორგანიზმი ადვილად ეთვისება ე.წ. "არაორგანულ" ნივთიერებებს. შეხორცების პროცესიც შედარებით უმტკივნეულოდ მიდის.

Astrologia

დღესდღეობით ქალბატონების დიდი ნაწილი ცდილობს, სხეული ფორმაში ჰქონდეს. საამისოდ კი სხვადასხვა ხერხს მიმართავენ. მათ შორისაა სპორტული დატვირთვა, ფიტნესი და ტრენაჟორები. თუმცა ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ მთვარის კონკრეტული ფაზები არ არის მიზანშეწონილი ზემოხსენებული საქმიანობისთვის. განსაკუთრთებით არასასურველია სავსემთვარეობის წინა პერიოდი და მისი შემდგომი ერთი კვირა.

და ბოლოს, თუკი ზოდიაქოს ნიშნით წყლის სტიქიის ტრიადას განეკუთვნებით (კირჩხიბი, მორიელი, თევზები) ან პირად კოსმოგრამაში წყლის სტიქიის გავლენა გაგაჩნიათ, შესაძლოა პერიოდულდ, აუხსნელად დადგეთ ცუდ ხასიათზე, მოგეჩვენოთ, რომ ყველაფერი უკუღმა მიგდით, განწყობა გიუარესდებათ - ნუ იჩქარებთ საკუთარი თავისთვის დეპრესიის დიაგნოზის გამოტანას. გადახედეთ მთვარის ფაზებს - შესაძლოა თქვენი უხასიათობა ფაზის ცვალებადობით იყოს განპირობებული, ამიტომ ყველაფერი მოკლე ხანში გაივლის.

Astrologia

გახსოვდეთ, ზრდადი მთვარის პერიოდი ჩვენში ძალების მოზღვავებას, ენერგეტიკული პოტენციალის ამაღლებას იწვევს, კლებადი კი პირიქით - გვიბიძგებს გარკვეული პესიმიზმისკენ. სამაგიეროდ, ეს საუკეთესო დროა სიმშვიდეში ყოფნისთვის და ძალების აღსადგენად.

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"