რას გეტყვით გინეკოლოგი კონსულტაციაზე მისვლის შემთხვევაში? - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რას გეტყვით გინეკოლოგი კონსულტაციაზე მისვლის შემთხვევაში? - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

არსებობს მეორე გავრცელებული მიზეზი, რის გამოც ქალები გინეკოლოგიური გამოკვლევებისგან თავს იკავებენ - ეს სირცხვილია. საქმე ისაა, რომ ჯერ კიდევ ექიმთან გენიტალიების გაშიშვლება სირცხვილად ითვლება, ასევე ქალს უხერხული კითხვებისთვის პასუხების გაცემა უწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში გინეკოლოგს  მისი დახმარება ან სრულიად განკურნება არ შეუძლია. დაბოლოს, არსებობენ ქალები, რომლებსაც ფიზიკურად არ სცალიათ ექიმთან წასასვლელად ან ფული არა აქვთ. ასტროლოგები გირჩევენ დროულად ეწვიოთ ექიმს.

თუ თქვენ ვერძი ბრძანდებით,  გინეკოლოგი გეტყვით, რომ გენიტალიური ჰერპესი გაქვთ. ჰერპესი თავიდან შეუმჩნევლად მიმდინარეობს, მხოლოდ იმის შემდეგ, რაც გეწყებათ ქავილი, წვა და გიჩნდებათ გამონაყარი, შეიძლება იეჭვოთ, რომ თქვენს ორგანიზმში რაღაც რიგზე ვერ არის.

Astrologia

თუ თქვენ კურო ხართ, შესაძლოა საკვერცხის კისტა გჭირდეთ. ეს დაავადება, ჩვეულებრივ, 30-დან 50 წლამდე ქალებს უვითარდებათ, მაგრამ არსებობს გამონაკლისებიც. კისტა შესაძლოა მკურნალობას დაექვემდებაროს და, როგორც ამბობენ, ორგანიზმმა თავად გაიწოვოს, მეორე შემთხვევაში, საჭიროა ოპერაცია.

Astrologia

თუ თქვენ ტყუპი ხართ,  აღმოგაჩნდებათ საშოს სოკო. ის თავს იჩენს მხოლოდ მაშინ, როცა იმუნიტეტი დაგიქვეითდებათ ან ანტიბიოტიკების მიღებას დაიწყებთ. სასქესო ორგანოს ქავილი, ტკივილი, წვა, ფერის შეცვლა, შეშუპება და ხაჭოსებრი გამონადენი - სოკოს სიმპტომებია.

Astrologia

თუ თქვენ კირჩხიბი ხართ, დიდი ალბათობით მენსტრუალური დარღვევა გაწუხებთ - ციკლის გადაცდენა, ხანგრძლივი შეჩერება, ჭარბი დოზით ან თვეში რამდენჯერმე (თუნდაც ორჯერ) მოსვლა. ამგვარ პრობლემას, ერთი მხრივ, ჰორმონალური დისბალანსი ან ფოლიკულა იწვევს, მეორე მხრივ, უძილობა, ნერვიულობა, სტრესი და უსექსობა.

Astrologia

თუ თქვენ ლომი ხართ, ექიმთან კონსულტაციაზე შეიტყობთ, რომ ენდოკრინოლოგს უნდა მიმართოთ და არა გინეკოლოგს, რადგან თქვენი პრობლემები ენდოკრინოლოგიურ სისტემაზეა მიბმული.

Astrologia

თუ თქვენ ქალწული ხართ,  შესაძლოა საშვილოსნოს მიომა გჭირდეთ. მას მკვირივი, კვანძოვანი შესახედაობა აქვს და ზოგიერთი ექიმი კეთილთვისებიან სიმსივნედ მიიჩნევს, მაგრამ ნუ შეშინდებით, ის პრეპარატებით მკურნალობასაც კი ექვემდებარება. უკიდურეს შემთხვევაში ამოკვეთენ. საშვილოსნოს მიომას სიმპტომებია: შარდის შეუკავებლობა, მწვავე ტკივილი, ბუასილი, მუცლის ზრდა, მენსტრუაციული ციკლის დარღვევა.

Astrologia

თუ თქვენ სასწორი ხართ, არსებობს საშვილოსნოს ღრუს პოლიპის გაჩენის მაღალი ალბათობა. ექიმები პოლიპის ამოკვეთას გვირჩევენ. მისი გამომწვევი მიზეზი, უპირველეს ყოვლისა, ჰორმონალური დისბალანსია. მეორე მიზეზად ანთებას ასახელებენ, რომელიც პაციენტს ყურადღების მიღმა დარჩა. პოლიპის არსებობის პირველი ნიშანი ციკლის არევა ან შეწყვეტაა.

Astrologia

თუ თქვენ მორიელი ხართ, გინეკოლოგი გეტყვით, რომ სასქესო ორგანოს ვირუსი შეგეყარათ, რისი გამომწვევი მიზეზიც თავდაუცველი სექსია. უნდა გაკეთდეს ნაცხის ანალიზი და დაინიშნოს ინდივიდუალური, ორგანიზმს მორგებული მკურნალობა.

Astrologia

თუ თქვენ მშვილდოსანი ხართ, ექიმი გეტყვით, რომ საშვილოსნოს ყელის დაავადება გჭირთ - ეროზია, ლეიკოპლაკია ან კონდილომები - რასაც სქესობრივი ცხოვრების ძალიან ადრე დაწყება, აბორტები, ნაადრევი მშობიარობა, თამბაქოს მოწევა, სქესობრივი პარტნიორების სწრაფი ცვლა და ჩასახვის საწინააღმდეგო აბები იწვევს - თუ გენეტიკურად პრობლემური საშვილოსნოს ყელი არ გაქვთ.

Astrologia

თუ თქვენ თხის რქა ხართ, ენდომეტრიოზი შეიძლება გჭირდეთ, რაც გულისხმობს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის მიგრაციას სხვა ორგანოების ზედაპირზე, რისი მიზეზიც ჯერ დაუდგენელია.

Astrologia

თუ თქვენ მერწყული ხართ, შესაძლოა ფალოპის მილის პრობლემა გქონდეთ, რაც უკიდურეს შემთხვევაში უშვილობამდე მიგიყვანთ, ამიტომ ნუ გარისკავთ და ექიმს დროულად მიაკითხეთ!

Astrologia

თუ თევზების ნიშნით ხართ დაბადებული, ექიმი გეტყვით, რომ საკვერცხეების ანთება დაგემართათ.

Astrologia

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"