რას შეცვლის თქვენს ცხოვრებაში აპრილის ახალმთვარეობა - 3 ასტროლოგის რჩევა

რას შეცვლის თქვენს ცხოვრებაში აპრილის ახალმთვარეობა - 3 ასტროლოგის რჩევა

ქეთი ვა­წა­ძე:

"დღეს, 5 აპ­რილს, 12:50 წუთ­ზე ახალმთვა­რე­ო­ბაა!

ტრა­დი­ცი­უ­ლად, მომ­დევ­ნო 3-4 დღის მან­ძილ­ზე სჯობს არა­ფე­რი ახა­ლი არ და­ი­წყოთ, მხო­ლოდ და­გეგ­მეთ, შემ­დეგ კი აქ­ტი­ურ მოქ­მე­დე­ბა­ზე გა­და­დით... მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და სა­ბუ­თე­ბის გა­ფორ­მე­ბა კარ­გი იქ­ნე­ბა შემ­დე­გი პე­რი­ო­დის­თვის გა­და­დოთ.

აკონ­ტრო­ლეთ გულ-სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი სის­ტე­ბის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ასე­ვე, თა­ვის ტკი­ვი­ლი, შა­კი­კი, ნევ­რალ­გია, ბევ­რს შე­საძ­ლოა უე­ნერ­გი­ო­ბა, უგუ­ნე­ბო­ბა აღე­ნიშ­ნოს, ზოგი კი პი­რი­ქით, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, აფო­რი­ა­ქე­ბუ­ლი იყოს.

მო­ე­რი­დეთ კონ­ფლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის შექ­მნას, სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნეთ გზებ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას.

ეს დღე­ე­ბი არის ალ­ბა­თო­ბა მო­ტყუ­ე­ბის, ილუ­ზი­ე­ბის, ფან­ტა­ზი­ე­ბის, შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი და­პი­რე­ბე­ბის გა­ცე­მის. ამი­ტომ ამ მხრი­ვა­დაც სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ.

ნუ იქ­ნე­ბით აგ­რე­სი­უ­ლი და იმ­პულ­სუ­რი. მეტი კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბა და სი­დინ­ჯე გა­მო­ი­ჩი­ნეთ".

Astrologia

ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი:

"სი­ახ­ლე­ე­ბი­სა და ახა­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმის დროა!

მე აღარ აგიხ­სნით ახალმთვა­რე­ო­ბის ას­ტრო­ნო­მი­ულ, თუ ას­ტრო­ლო­გი­ურ არსს, არც რი­ტუ­ა­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბას გას­წავ­ლით ამა­ღა­მინ­დე­ლი ღა­მის­თვის, არც სხვა რამ დე­ტა­ლებს გან­ვი­ხი­ლავ. უბ­რა­ლოდ გე­ტყვით - დღეს ახალმთვა­რე­ო­ბაა ვერ­ძში, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის სა­და­ვე­ე­ბის ხელ­ში აღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გეძ­ლე­ვათ. დად­გა დრო, ახალ საქ­მე­ებს შე­ე­ჭი­დოთ, ახა­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დად­გათ, რად­გან ახლა მთა­ვა­რი სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნაა, თო­რემ მწვერ­ვა­ლე­ბი დიდი ხა­ნია, რაც გვიც­დი­ან! ერ­თა­დერ­თი რაც ახლა არ შე­იძ­ლე­ბა - პა­სი­უ­რო­ბაა, და რა თქმა უნდა კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბე­ბი, და­ნარ­ჩე­ნი კი - ჩვენ­ზეა.

ასე, რომ ხვა­ლი­დან (დღეს უბ­რა­ლოდ გა­და­წყვი­ტეთ, რა გინ­დათ), და­ი­წყეთ შტურ­მი და შე­უ­ტი­ეთ, ან გა­უ­ტი­ეთ..."

Astrologia

მი­ხე­ილ ცა­გა­რე­ლი:

"შე­გახ­სე­ნებთ, 5 აპ­რილს ახალმთვა­რე­ო­ბაა!

ამი­ტომ გა­მო­ი­ჩი­ნეთ გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბა და მშვი­დად გან­ვლეთ ეს და შემ­დე­გი 3-4 დღე, ნუ და­ი­წყებთ ან გა­და­წყვეტთ მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მე­ებს.

გა­ნე­წყვეთ პო­ზი­ტი­უ­რად, ძა­ლი­ან კარ­გია ახა­ლი საქ­მე­ე­ბის და­გეგ­მვა უახ­ლო­ეს 30 დღის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, ჩა­მო­წე­რეთ ფურ­ცელ­ზე.

ნუ გა­და­იღ­ლით თავს ემო­ცი­ე­ბით, ნე­გა­ტი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბით, ფი­ზი­კუ­რად და სუ­ლი­ე­რად.

მად­ლი­ე­რე­ბა გა­უგ­ზავ­ნეთ უფალს ყვე­ლაფ­რი­სათ­ვის, და­ლო­ცეთ და უსურ­ვებთ ყვე­ლას სიყ­ვა­რუ­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა და ჯან­მრთე­ლო­ბა, გულ­წრფე­ლად უსურ­ვეთ და გა­უგზვნეთ. ბედ­ნი­ე­რე­ბას და სიყ­ვა­რულს გი­სურ­ვებთ!".
Astrologia

როგორი იქნება ზოდიაქოს ნიშნების ჯანმრთელობა 2020  წელს და რომელი დაავადებები გემუქრებათ, დაბადების რიცხვის მიხედვით

ასტროლოგ პაველ გლობას პროგნოზი: 3 ზოდიაქო, რომელთაც ნოემბერში ფული ციდან ჩამოუცვივდებათ

ახალი მთვარე მორიელში: "უნდა გავრისკოთ, დავიწყოთ ახალი საქმე, დავნიშნოთ მნიშვნელოვანი შეხვედრები"