სასწორი ნებისმიერ ურთიერთობაში (რომანტიკულშიცა და პარტნიორულშიც) შემოიტანს გამოცდას, რომელიც აუცილებლად უნდა ჩააბაროთ. იმის შემდეგ, რაც წინააღმდეგობას ერთობლივად გადალახავთ, მაგიური პერიოდი დგება.
ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ყველა პრობლემურ წყვილის მეორე შანსი მიეცემა ბენდიერების მოსაპოვებლად.
ის, ვინც კმაყოფილია თავისი პირადი ცხოვრებით, სულიერ ჰარმონიას მიაღწევს. გაძლიერდება პარტნიორული კავშირი, გაქრება ეჭვები.
მოსალოდნელია პიროვნული ზრდა და საერთო გეგმები: თანაცხოვრება,
სახლის შეძენა, ხელის მოწერა, ჯვრისწერა.
სავსე მთვარის დროს პლანეტა მერკური რეტროგრადული იქნება, ასე რომ გეძლევათ შანსი აღადგინოთ ძველი ურთიერთობა, გაანალიზოთ წარსულში დაშვებული შეცდომები. გამორიცხული არ არის, შეძლოთ იმ ფაზლის პოვნა, რომელიც სრულ სურათს დაგიხატავთ.
შესაძლოა თქვენი პარტნიორი ხელს გიშლით სასურველი მიზნისმიღწევაში. ყური უგდეთ საკუთარ მეს . კოსმოსი გაგათავისუფლებთ უსიამოვნო ურთიერთობისგან.
სტატია მოამზადა თამარ ბოკუჩავამ