ავტორი:

რას უმზადებს 2019 წლის დეკემბერი მორიელებს - "მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდებით"

რას უმზადებს 2019 წლის დეკემბერი მორიელებს - "მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდებით"

მშვიდი, ფინანსურად სტაბილური თვე გელით. განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს ჯანმრთელობა. ამიტომ, უნდა დაიწყოთ სპორტდარბაზში სიარული. მატერიალურ მხარდაჭერას მიიღებენ ბიზნესმენები და პოლიტიკური მოღვაწეები.

  • პროგნოზი დეკემბრის დეკადების მიხედვით

დეკემბრის დასაწყისში - თვის დასაწყისში თავისუფალი გრაფიკით იმოქმედეთ. გამონახეთ დრო დასვენებისთვის. ეცადეთ, ენერგია გლობალურ საკითხებს დაუთმოთ, წვრილმანებზე არ მოცდეთ. დადებით განწყობაზე დაგაყენებთ შემოქმედებითი საქმიანობა. საშუალება მოგეცემათ დაიწყოთ პირადი ბიზნესი. გააფორმოთ კრედიტი. დააბანდოთ ფული იმ საქმეში, რომელიც მალევე მოგიტანთ შედეგს.

დეკემბრის შუაში - ფრთხილად და დაკვირვებულად იმოქმედეთ. მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდებით და მაქსიმალურად მობილიზებული უნდა იყოთ. დაასრულებთ წარსულ პროექტებს. მოერიდეთ უფროსთან დაპირისპირებას. შეიძლება რამდენიმე უსიამოვნო ინფორმაცია მიიღოთ. შეიძლება ზოგი შეეხებოდეს ადამიანს, რომელთანაც ადრე მეგობრობდით. უქმეები უმჯობესია, ბუნებაში გაატაროთ. სუსხიანი ამინდის მიუხედავადაც.

დეკემბრის ბოლოს - გააუმჯობესეთ არსებული კავშირები. თუ შვებულებაში ხართ, არ გამოაკლდეთ წვეულებებს, შეხვედრებს. სიყვარულში ახალ ეტაპზე გადახვალთ. შეძლებთ ყველა სასიამოვნო ოცნება აისრულოთ. უმჯობესია, გათავისუფლდეთ მავნე ჩვევებისგან. დაკავდით სპორტის აქტიური სახეობებით. ფულის დახარჯვა ნაკვეთის ან სავაჭრო წერტილის გადაფორმებაზე დაგჭირდებათ.

  • კარიერა, სამსახური

აკონტროლეთ შემოსვალ-გასავალი და ეცადეთ, არ მოცდეთ არაფერისმომცემ საქმეებსა და კონტაქტებზე. გამორიცხული არაა, რომ ვიღაცას თქვენი მოტყუება ჰქონდეს გადაწყვეტილი ან თქვენი გენიალური იდეები მოიპაროს. უარს ნუ იტყვით ახალ საქმიან შემოთავაზებაზე, თუმცა, დაკვირვებული იყავით დეტალებისადმი.

ნუ აჩქარდებით რთული საკითხების მოგვარებისას. კოლეგების კრიტიკულ შენიშვნებს მშვიდად შეხვდით, ჭკვიანური კი გაითვალისწინეთ. ზოგიერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება დაყოვნებას არ ითმენს. ზოგჯერ სამსახურის საქმეები დეპრესიისა და მოწყენილობისგანაც კი გიხსნით.

  • ფინანსები

გაუთვალისწინებელი მოვლენები გელით ფინანსური სფეროში. ფულის გამო შეიძლება დაგეძაბოთ ურთიერთობა საქმიან პარტნიორებთან. შეიძლება საქმეების ვერ დასრულება თქვენს გულუხვობასა და შეცდომებს დააბრალონ. იყავით სამართლიანი მოთამაშე. ნუ დააბანდებთ ფულს, თუ იურისტისგან თანხმობა არ გექნებათ. ფულის შემოსავალს ელოდეთ 5, 8, 14, 17, 20 ან 26 დეკემბერს. მსხვილი ხარჯი გელით ოჯახის წევრებთან დაკავშირებით, ბავშვების სწავლისთვის ან კოსმეტიკური პროცედურებისთვის. ეცადეთ, დაიწყოთ ფულის დაგროვება.

  • ჯანმრთელობა

კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში ხართ და ვარჯიშისთვისაც უნდა მოიცალოთ. გაივარჯიშეთ ხერხემალი. სიფრთხილე გმართებთ საჭესთან. მოიმატებს ტრავმულობა. დეკემბერში ინფექციები მძლავრობენ და ეცადეთ, არ გაცივდეთ. ენერგია დაზოგოთ. მიიღეთ ხილი, ბოსტნეული და ცილოვანი საკვები. მაგრამ ძილის წინ კუჭი არ გადატვირთოთ.

  • სიყვარული და ოჯახი

ხშირად იქნებით ამაღლებულ განწყობაზე და მუცელში პეპლებს ფარფატსაც ხშირად იგრძნობთ. შეიძლებთ ენდოთ და გრძნობებში გამოუტყდეთ ადამიანებს, რომელიც თქვენთვის ბევრს ნიშნავს. ეცადეთ, არავის მოუყვეთ თქვენი ახალი რომანის შესახებ.

თუ თავშეკავებული არ იქნებით, ნათესავებთან კონფლიქტი გარდაუვალია. გადახედეთ შარშანდელ საქმეებს, დაპირებებს. ეცადეთ, დაასრულოთ და აასრულოთ ისინი. კარგი იქნება თუ საყვარელ ადამიანთან ერთად მთის კურორტზე გაემგზავრებით. ერთად გატარებული დღეები კიდევ უფრო შეგაკავშირებთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელით, მაგრამ ნუ აჩქარდებით დასკვნების გამოტანაში, ჯერ დააკვირდით მოვლენების განვითარებას.

დაოჯახებულმა ადამიანებმა გაიხსენეთ წარსული, როგორ იწყებოდა თქვენი რომანი. ეს გადაგახალისებთ და ახალი ვნების ცეცხლში გაგახვევთ. მოერიდეთ ბავშვების თანდასწრებით მეუღლესთან კამათს, სიტუაციის გარკვევას.

თვის ბოლოს საოჯახო საქმეებში იქნებით ჩართული, დღესასწაულის ორგანიზებაში უნდა მიიღოთ მონაწილეობა. ნუ გაგიკვირდებათ, თუ შრომის უდიდესი ნაწილი თქვენ დაგაწვებათ მხრებზე.

  • დეკემბრის თვის იღბლიანი რიცხვები: 5, 8, 14, 17, 20 და 26.

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - "მოულოდნელობებით აღსავსე წელი გელით"

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი მშვილდოსნებისთვის - "ფინანსური საკითხების მოგვარების წელია"

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი სასწორებისთვის -  "საბედისწერო შეხვედრა გელით"