ავტორი:

რაში გადეხმარებათ ვერძი, ლომი ან მორიელი საუკეთესოდ - ანუ ის, რაც ზოდიაქოს ნიშნებს, დანარჩენებთან შედარებით, ყველაზე მაგრად გამოსდით

რაში გადეხმარებათ ვერძი, ლომი ან მორიელი საუკეთესოდ - ანუ ის, რაც ზოდიაქოს ნიშნებს, დანარჩენებთან შედარებით, ყველაზე მაგრად გამოსდით

აი, იმ თვისებებისა და საქმეების ჩამონათვალი, რომლებიც ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს სხვებთან შედარებით საუკეთესოდ გამოსდის:

ვერძი

თუკი უკვე დიდი ხანია ვინმესთან ურთიერთობის დალაგებას ცდილობთ და რაციონალური საუბრით ვერაფერი გააწყვეთ, საქმის გასარჩევად ვერძი წაიყვანეთ. ერთხელ და სამუდამოდ გაგირკვევთ ყველაფერს და ყველას თავის ადგილს მიუჩენს, ზოგს საავადმყოფოში, ზოგს თქვენს გვერდით რესტორანში. ვერძი აგარჩევინებთ ყველაზე სწრაფ მანქანას და ზურგზე მოგიკიდებთ, თუ სეირნობისას უეცრად ქუსლი მოგტყდათ. რა თქმა უნდა, ვერძი მამაკაცი ვიგულისხმე, მაგრამ არც ქალი დაიხევს უკან, მაშინვე მოძებნის ვინმეს, ვინც თქვენს ზურგზე მოკიდებას შეძლებს. მოკლედ, თუ გაგიჭირდებათ, მისი სახელი ახსენეთ და.. ის ხომ ბავშვობიდან ოცნებობდა სუპერმენობაზე.

კურო

თუკი ჯანსაღი და გემრიელი საჭმლის ხასიათზე ხართ, კარგ რესტორანს ეძებთ, თანაც ხელმისაწვდომ ფასებში, რჩევა აუცილებლად ჰკითხეთ კუროს. კურო ასევე ყველაზე უკეთ აგარჩევინებთ იშვიათი ჯიშის მცენარეებს თქვენი ბაღისთვის, აგრეთვე საუკეთესო ავეჯს, შპალერს, მოკლედ, ყოველგვარ კომფორტს და სილამაზეს თქვენი სახლისთვის და თუკი ფულის სესხება გიწევთ, ხელსაც გაგიმართავთ. რაც არ უნდა ფინანსური კრიზისი ჰქონდეს, რომელიმე წიგნს ჩამოიღებს თაროდან, ან ბალიშის პირს გადმოფერთხავს და აღმოაჩენთ, რომ ყველაზე ჯიბეგაფხეკილ კუროსაც კი თქვენს სამეგობრო წრეში, თქვენზე მეტი ფული აქვს.

ტყუპები

ახალი ადამიანების გაცნობის ხასიათზე თუ ხართ, პატარა ფლირტის, ან უბრალოდ ჭორაობის, ტყუპებს დაურეკეთ. ნებისმიერ დროს! სადაც არ უნდა იყოს, თუნდაც სრულიად უცხო ადამიანთან სტუმრად, არც დაფიქრდება, ისე მიგიპატიჟებთ. ჭკვიანი ადამიანების რჩევა თუ გჭირდებათ, ტყუპებს მისწერეთ და პასუხად რომელიმე გენიის ცნობილ გამონათქვამს მიიღებთ ზუსტად ამ თემაზე. არავითარ შემთხვევაში არ გაბედოთ გრძნობებზე ლაპარაკი, შესაძლოა დაგცინოთ, ან საერთოდ სხვა თემაზე გადაგიტანთ საუბარს. ტყუპებს უნდა ჰკითხოთ აზრი, მაგალითად, მაშინ, როცა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ჭკვიანური მოსაზრების მოსმენა გსურთ. თქვენ გაიგებთ, რას ფიქრობენ ექსპერტები, რა ხდება კულუარებში… თუმცა ვერ გაიგებთ, რას ფიქრობს თავად თქვენი მეგობარი ტყუპი. ის ხომ ფიქრობს იმაზე, რასაც ფიქრობენ სხვები. წაიკითხეთ სრულად

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ვერძისთვის - "საინტერესო მოვლენებით დატვირთული თვე გელით"

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულისთვის - "სიახლეების დაგეგმვის დროა"

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბისთვის - "დაივიწყეთ ყველა შიში, წარმატება თქვენს მხარესაა"