ავტორი:

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულისთვის - "სიახლეების დაგეგმვის დროა"

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ქალწულისთვის - "სიახლეების დაგეგმვის დროა"

არ გააკეთოთ ის, რაც არ გსურთ და სხვები გავალდებულებენ. მხოლოდ ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. თუ დასვენება და რელაქსაცია გსურთ, ასეც მოიქეცით. იყავით ოპტიმისტურად განწყობილი. ხანდახან ვარდისფერი სათვალეც უნდა მოირგოთ. გაუფრთხილდით ნერვებს, დაზოგეთ ძალები, მხოლოდ ასე მიაღწევთ სასურველ შედეგს, დასახულ მიზნებს.

ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ გარშემო მყოფები თქვენ მიმართ კეთილგანწყობლები იქნებიან; თუ მათ თქვენგან რამე არ სჭირდებათ, არც შემოგეხმიანებიან. შეიძლება მოისმინოთ საყვედური თქვენი მისამართით ან - კრიტიკა. უმჯობესია, არავის გამოეპასუხოთ და მშვიდად აკეთოთ თქვენის საქმე. ნიჭის სახალხო გამოვლენა სხვა თვისთვის გადადეთ.

  • სიყ­ვა­რუ­ლი და ოჯა­ხი

თებერვალში მხოლოდ ერთი სურვილი გექნებათ - მყუდროდ იჯდეთ საკუთარ სახლში. გამონახავთ ნებისმიერ მიზეზს, რათა არ გახვიდეთ გარეთ. ამ სიტუაციის ფონზე სასიამოვნო ადამიანების გაცნობისა და მათთან რომანტიკული კავშირის გაბმის შანსი იკლებს. თუმცა, არსებობს ინტერნეტ ქსელი, სადაც მარტოხელა ქალწულებს პირადი ცხოვრების გაუმჯობესების შესაძლებლობა მიეცემათ. მოერიდეთ მათ, ვინც გეპირფერებათ. არაა გამორიცხული, რომ ვიღაც თქვენით მანიპულირებას ცდილობდეს. თვის ბოლოს თავდაჯერებულობა მოგემატებათ. განსაკუთრებით, მანდილოსან ქალწულებს. სწორედ ამ პერიოდში მოსალოდნელია ჰორიზონტზე საინტერესო ადამიანის გამოჩენა.

  • სამ­სა­ხუ­რი და ფი­ნან­სე­ბი

თითქოს გადაიღალეთ, იდეები ამოგეწურთ ან მათ განსახორციელებლად ენერგია არ გაქვთ. თებერვალში თქვენთვის სასურველი იქნება განმარტოებით მუშაობა. როცა არვინ შეგიშლით ხელს. ამასთანავე, სამსახურში სიახლეების დაგეგმვის დროა, კარგია თანამედროვე ტექნოლოგიებში გარკვევა და პროფესიულ ტრენინგებზე დასწრება. თუ დიდ კოლექტივში მუშაობთ, მოსაწყენად ვერ მოიცლით, განსაკუთრებით თუ თქვენი საქმიანობა შემოქმედებასთანაა კავშირში.

თუ სამსახურის მაძიებელი ქალწული ხართ, ერთ რჩევას მოგცემთ, მამაკაცებმა დახმარებისთვის მიმართეთ წყლის სტიქიის (კირჩხიბი, მორიელი, თევზები) წარმომადგენელ მანდილოსნებს, ხოლო ქალებმა - ცეცხლის სტიქიის (ვერძი, ლომი, მშილდოსანი) წარმომადგენელ მამაკაცებს.

ზოგიერთ ქალწულს ხელში საიდუმლო ინფორმაცია ჩაუვარდება. ასეთს სხვები ვერ მიიღებენ. თქვენ კი შესაძლებლობა მოგეცემათ, ის თქვენი ინტერესებისთვის გამოიყენოთ. თუნდაც, დაწინაურებისთვის.

შუა თვეში მოიმატებს საქმიანი შეხვედრები. ზოგიერთს დამსაქმებლებთან გასაუბრება ელის. იყავით მიზნამიმართული და გარშემო მყოფებს დაანახვეთ, რომ საჭირო და მცოდნე კადრი ხართ.

ახალი პროექტების განხორციელება უმჯობესია თვის ბოლოსთვის გადადოთ. თამამად იმოქმედეთ, ხშირად გამოავლინეთ ინიციატივა. კარგი პერიოდია აგრეთვე არასტანდარტული იდეების განსახორციელებლად, ონლაინ ბიზნესის გასავითარებლად. იყავით მეტად მიზნამიმართული და აქტიური. მხოლოდ ასე მიიღებთ იმას, რაზეც დიდხანს ოცნებობდით.

  • ჯან­მრთე­ლო­ბა

თვის დასაწყისში შეიძლება თავი შეგახსენოთ ძველმა ტრავმამ. ნუ გაირთულებთ სიტუაციას და ეცადეთ ფიზიკურ დატვირთვებს მოერიდოთ. შეამცირეთ ვარჯიშებიც. თებერვალში უსაფუძვლო შიშები და შფოთი კარგს არაფერს მოგიტანთ. ექიმთან ვიზიტი კარგია, მაგრამ წამლების მიღებას გირჩევინიათ, ხალხურ მედიცინას მიმართოთ. ან ჩაეწეროთ მედიტაციაზე, მუსიკათერაპიაზე. ეს გაგიუმჯობესებთ სულიერ მდგომარეობას. თვის ბოლოს, თუ ფიზიკურად მოძლიერებული იქნებით, ჩაეწერეთ ფიტნესზე, მანდილოსნები - ცეკვაზე. ჯანმრთელობა გაგიუმჯობესდებათ და ფსიქოლოგიური მდგომარეობაც.

თებერვლის თვის იღ­ბლი­ა­ნი რი­ცხვე­ბი: 2, 10, 14, 27.

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი კირჩხიბისთვის - "დაივიწყეთ ყველა შიში, წარმატება თქვენს მხარესაა"

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი თხის რქებისთვის - "თავით გადაეშვებიან რომანტიკულ გრძნობებში"

თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი - როგორი თვე ექნებათ თევზებს