ვერძს წარმატება ელოდება კარიერაში. სამსახურში დააწინაურებენ. ჩააბარებენ მნიშვნელოვამ პროექტს, სადაც თავს გამოიჩენს ან ხელმძღვანელ პოზიციაზე დანიშნავენ.
კუროები გათავისუფლებიან საბანკო ანგარიშვალდებულებებისგან, ასევე ჩამოიშორებენ კონკურენტებს, რომლებიც ანდერძში ედავებიან და მოიგებენ სასამართლო დავებს.
ტყუპი გაიცნობს მაღალჩინოსნებს, მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურებსა და ბიზნესმენებს.
კირჩხიბს გაუჩნდება ახალი შემოსავლის წყარო, რომელიც ფინანსურ კეთილდეობას ჰპირდება.
ლომი შეძლებს მიღწეული შედეგებით იამაყოს.
ქალწული თანოაზრეებს შემოიკრებს გარშემო და მის ცხოვრებაში ყველაზე დიდ ოცნებას რეალობად აქცევს.
სასწორი საყოველთაო პოპულარობასა და წარმატებას მოიპოვებს იმ სფეროში, რომელსაც დიდი ხანია ერთგულად ემსახურება.
მორიელს მივიწყებული პროექტების ხელახლა გაცოცხლების და რეალიზების შანსი მიეცემა.
მშვილდოსანი ნამდვილ მეგობრებს იპოვის და ურთიერთობებს გადააფასებს.
თხის რქამ შესაძლებელია საკუთარი შესაძლებლობები სრულიად ახალ სფეროში მოსინჯოს. თანაც წარმატებულად.
მერწყული ყველა იმ საქმეს მოაგვარებს, რომელიც წინა წელს ტაატით და შეფერხებებით მიდიოდა.
თევზები ამ წელს მოახერხებენ თავი დააღწიონ წარსულის ილუზიებს და ცხოვრება სუფთა ფურცლით დაიწყონ, როგორც პროფესიული, ისე პირადი ურთიერთობების კუთხით.